ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

2020 წელს Bitcoin-ATM-ების რაოდენობა მსოფლიოში 83%-ით გაიზარდა

სერვის Coin ATM Radar-ის მონაცემების თანახმად წლის დასაწყისიდან მოყოლებული მსოფლიოში არსებული კრიპტო ბანკომატების რიცხვი 83%-ზე მეტით გაიზარდა.  

სტატიის წერის მომენტში მოწყობილობების რიცხვი აღწევდა 11689 ერთეულს, 2020 წლის 1 იანვარს მათი რაოდენობა 6372 იყო. 

image.png

წყარო: Coin ATM Radar. 

ამჟამად დღე-ღამეში დაახლოებით 24 Bitcoin-ბანკომატი მონტაჟდება.  

მათი უმეტესობა განთავსებულია აშშ-ში – 9253 ერთეული ანუ მსოფლიოში არსებული აპარატების 79.2%. კანადაში დაყენებულია 892 (7,6%) Bitcoin-ATM, რაც ოდნავ ნაკლებია მთელ ევროპაში არსებულ ბანკომატებთან შედარებით. 

ევროპის ტერიტორიაზე განთავსებულია 1257 (10,8%) ერთეულია, ლიდერია დიდი ბრიტანეთი, სადაც ხელმისაწვდომია 268 Bitcoin-ATM (2,3%). კრიპტომატები ჯამში მსოფლიოს 70 ქვეყანაშია დამონტაჟებული. 

მოწყობილობის მწარმოებელთა შორის ლიდერობენ კომპანიები Genesis Coin და General Bytes – მათი საბაზრო წილი შეადგენს 36% და 29.5%-ს, შესაბამისად. 

image.png

წყარო: Coin ATM Radar. 

ტოპ-10 წამყვანი ოპერატორი მართავს მოქმედი Bitcoin-ATM-ების ნახევარზე მეტს (54.5%). ლიდერების სამეულია Coinflip, Bitcoin Depot და CoinCloud – წილი მთელი რაოდენობის 10%-ს შეადგენს. 

image.png

წყარო: Coin ATM Radar. 

შეგახსენებთ, გერმანიის ფინანსურმა რეგულატორმა დააწესა წესები Bitcoin-ATM-ების ოპერატორებისთვის. კომპანია Shitcoins Club-ის მიერ დამონტაჟებული 17 მოწყობილობის კონფისკაციის მიუხედავად, ქვეყანაში მათი რიცხვი მატულობს და ამჟამად 37 ერთეულს აღწევს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button