პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – წინანდალელი ნათელა ..
წინანდალელი ნათელა
ულამაზესი ქალია.
ო, ჩემო ციცინათელა,
ჩემო ციხე და გალია.
მთელი საღამო შევჯერდი:
რა არის ქალის სინაზე,
მაგრამ უეცრად შევჩერდი
მშვენიერ თინათინაზე.
ბრწყინავდა საარაკო ცა, –
მთვარე დაბრუნდა ბინაზე,
როს შუქმა ღრუბელს აკოცა,
ყველა ქალების ჯინაზე.