კოსმოსიმეცნიერება

NASA-მ გამოაცხადა კონკურსი მთვარეზე გამოსაყენებელი ჩასატვირთ-გადმოსატვირთი საუკეთესო მექანიზმების შექმნის შესახებ

„A პუნქტიდან B პუნქტამდე მიღწევა მარტივია“ – განაცხადეს NASA-ში. – „სცადეთ დანიშნულების ადგილზე ყველაფრის გადატანა და ჩამოტვირთვა უსაფრთხოდ – აი სად იწყება ნამდვილი სამუშაო! ასტრონავტებს მთვარის პირველი მისიების დროს ხელით გადაჰქონდათ აღჭურვილობა კიბეების გავლით, რაც ყველაზე ნაკლებად იყო ხელსაყრელი რაიმე დიდი მოცულობის მოწყობილობების გადასაადგილებლად. და ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია. მთელ მსოფლიოს ვიწვევთ მის მოსაგვარებლად“.

NASA-ს პარტნიორმა კომპანია HeroX-მა განაცხადა მთვარეზე მოწყობილობების გადასატვირთი მექანიზმების მსოფლიო კონკურსის – NASA Lunar Delivery Challenge-ის დაწყების შესახებ. დაახლოებით ერთი თვის წინ NASA-სა და HeroX-ს უნდა დაესახელებინათ მთვარის საპირფარეშოს კონკურსის გამარჯვებული, თუმცა შედეგები არ გახმაურებულა, როგორც ჩანს, NASA-მ შეთავაზებები წარმატებულად ჩათვალა და ამიტომ აღარ დაუბრუნდა ამ კონკურსს.

მაშ ასე, მთვარეზე მოწყობილობების გადასატვირთი მექანიზმის საუკეთესო იდეისთვის კუნკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ პირებს ნებისმიერი იმ ქვეყნიდან, რომელიც არ იმყოფა აშშ-ის ფედერალური სანქციების ქვეშ. განაცხადები შესაძლებელია იყოს ინდივიდუალური ან კოლექტიური, ასეთ შემთხვევაში საუკეთესო იდეის მქონე ექვსამდე მონაწილე გაინაწილებს 25 ათასი აშშ დოლარის ოდენობით ჯილდოს. კონკურსის მონაწილეებს არ მოეთხოვებათ იდეის დასრულებული ან დეტალური ტექნიკური აღწერა. საკმარისია კონტურული მონახაზიც კი, მთავარია იგი საინტერესო და პერსპექტიული იყოს.

„ჩვენ ვეძებთ კონცეფციებს საზოგადოებისგან, ამიტომ ეს არ არის ინჟინრების პრობლემა. გვსურს ყველას აზრი მოვისმინოთ“ – აცხადებს Paul Kessler-ი, NASA-ს კოსმოსური აპარატების დიზაინისა და ამოცანების ანალიზის ანალიტიკოსი. – ჩვენ გვაინტერესებს კონცეფციები, დაწყებული მარტივიდან დამთავრებული რთული იდეებით. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იმუშავებს ყველაფერზე უკეთ, ასე რომ დაინტერესებულნი ვართ ნებისმიერი წინადადებით“.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button