Topსაკითხავისია

ყველა დროის 10 ყველაზე ეფექტური ტანკი

Т-34
b9253eb8c50c
Т-34 არის ტანკი ლეგენდა და ტანკი სიმბოლო. მის ღირსებებს აღიარებენ დასავლელი ექსპერტები და ისტორიკოსები. არ მოტყუვდეთ და არ იფიქროთ, რომ Т-34 იყო დაუმარცხებელი. თავისი მახასიათებლებით ტანკი იყო ძალზედ სუსტი, მაგრამ მაღალი სისწრაფე, გარემონტების უბრალოება და 76,2მმ-იანი შაშხანა აქცევდნენ მას გამარჯვების იარაღად. წითელი არმიის სატანკო ეკიპაჟების ოსტატობით, T-34-ს ხშირად დაუმარცხებია ვერმახტის უკეთესი ტანკების უმეტესობა.

М1 აბრამსი
56d8e047b039
დღეს-დღეისობით M1 აბრამსი არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ტანკი. 120მმ-იანი ქვემეხი და 75კმ/სთ სიჩქარე მას ხდის გადამწყვეტ ფაქტორად ბრძოლის ველზე. ტანკი აღჭურვილია თანამედროვე ჯავშნით და დამიზნების სისტემით, მაგრამ როგორც ყველაფერს მასაც აქვს თავისი ნაკლოვანებები და ერთ-ერთი მათგანია 4 კაციანი ეკიპაჟი, რაც თანამედროვე ტანკებისთვის ძალიან ცოტაა.

ტანკი “Tiger”
09a03c1febc6
მძიმე ტანკი PzKpfw VI “Tiger” შედიოდა ვერმახტის შეიარაღებულ ძალებში. მისი სიჩქარე იყო 37კმ/სთ, ჰქონდა 100მმ-იანი ჯავშანი და 88მმ-იანი კალიბრის ქვემეხი, ეს ყველაფერი მტრის რიგებში თესავდა ქაოსს, განადგურებას და სიკვდილს. სიმძლავრე არის ამ მხეცის მთავარი უპირატესობა, მაგრამ “ვეფხვი” იყო ძალიან ნელი და ითხოვდა ბევრ საწვავს.

WWI tank
8dbedfa1ff1b
ბრიტანული WWI tank-ს იყენებდნენ ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომში. ტანკი მოძრაობდა 6,5კმ/სთ სიჩქარით და მას ჰქონდა 6-12მმ-იანი ჯავშანი, მაგრამ ეს სრულიად საკმარისია, რომ ტანკმა გადალახოს ინჟინერული დაბრკოლებები.

“Centurion”
1b16c509848b
ბრიტანული “Centurion” არის უბრალო, დიდი, იაფი, ეფექტური. Centurion მიეკუთვნება მძიმე ტანკების კლასს. მთავარ იარაღს აქვს 105მმ-იანი კალიბრი, ხოლო ყველაზე დაცულ ადგილებში ჯავშნის სისქე შეადგენს 152მმ-ს. ამ ყველაფრისთვის Centurion-ს მოუწია დაეთმო სიჩქარე.

Pz IV
58d048a4d1f8
ვერმახტის კიდევ ერთი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი Pz IV. მაღალი მანევრირებადობა და სიჩქარე. მას ჰქონდა 75მმ-იანი ქვემეხი, რაც საბჭოთა კავშირისთვის წარმოადგენდა დიდ პრობლემას, მაგრამ Pz IV ძალიან მალე აღმოსავლეთის ფრონტზე წააწყდა ღირსეულ კონკურენტს. ეს ტანკი გამოიყენებოდა სხავადასხვა მოდიფიკაციებით ყველა ფრონტზე 1945 წლამდე.

Challenger
f89c4440e233
ცნობილი ბრიტანული ტანკი Challenger-ი, რომლის ჯავშნის კონსტრუქციაც გასაიდუმლოებულია დღემდე. მთავარ იარაღს აქვს 120-მმიანი კალიბრი, რაც Challenger-ს საშუალებას აძლევს, რომ გაანადგუროს თითქმის ნებისმიერი ტანკი, როგორც კონსერვის ქილა.

T-54/55
3a132a1d7f54
საბჭოთა კავშირში ტანკებს აკეთებდნენ ომის შემდეგაც. ფაშისტების დამარცხების შემდეგ მსოფლიო წააწყდა ახალ პრობლემას – ცივ ომს. იმ საგანგაშო წლებში, როდესაც ბირთვული ომის საშიშროება წარმოუდგენლად მაღალი იყო შეიქმნა T-54/55. ამ ტანკის განსაკუთრებულობა იყო ის, რომ ის იყო პირველი სამხედრო მანქანა, რომელსაც შეეძლო ბრძოლის წარმოება ბაქტერიოლოგიურ, ქიმიურ და ატომური ბომბის მიერ დაბინძურებულ ადგილებში.

Merkava
8d8cdeefc2dd
Merkava შეიქმნა ისრაელში 1979 წელს. მანქანის მთავარი თავისებურობა იყო კორპუსის ფორმა, რომელსაც შეეძლო მოწინააღმდეგის დანადგარების რიკოშეტირება. მას აქვს 120-მმიანი ქვემეხი და 40კმ/სთ-იანი სიჩქარე.

M4 “შერმანი”
60e8b9c32ddc
ამერიკული ტანკი M4 “შერმანი” პირველად გამოჩნდა მეორე მსოფლიო ომის დროს დასავლეთის და აღმოსავლეთის ფრონტზე. თავდაპირველად აშშ ამ ტანკს მის მოკავშირეებს აძლევდა ლენდ-ლიზის პროგრამით. წითელ არმიაში იყო რამდენიმე სრულიად ამერიკული ტანკებისგან შემდგარი ქვედანაყოფიც. ტანკს ჰქონდა კარგი ტექნიკური მახასიათებლები, მაგრამ მას ჰქონდა ერთი ძალიანი სერიოზული კონსტრუქციული ნაკლი – ძალიან მაღალი სიმძლავრის ცენტრი, ამიტომაც “შერმანი” ხშირად ტრიალდებოდა უკუღმა.

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button