საინტერესოსაკითხავისხვადასხვა

ფემინისტური პოლიტიკური პარტიები მსოფლიოში

ფემინისტური ინიციატივა – პარტია შვედეთში რომელიც მოითხოვს ქალთა უფლბების დაცვას და მათ გათანასწორებას კაცთან იგი დაარსდა 2005 წლით და დღემდე ერთ-ერთი აქტიური პარტიაა. 2006 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 0,68 % მიიღო და ვერ გადალახა ბარიერი 2010 წელს 0,40 %-ი მიიღო 2010 წელს კი 3,12 % როგორც ხედავთ ისინი ნელ-ნელა უახლოვდებიან საარჩევნო ბარიერს და სულ ცოტა ხანში არცაა გამორიცხული გადალახონ მინიმალური პროცენტული ზღვარი პარლამენტში მოსახვედრად. ფემინისტური ინიციატივა გაერთიანებულია ევროპარლამენტის სოციალისტების და დემოკრატების ალიანსში და ევროპის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 1 წარმომადგენელი ჰყავს რომელიც ევროპარლამენტის 2014 წლის არჩევნებზე წარმატებით გაიყვანა. ბოლო მონაცემებით შვედეთის ფემინისტური პარტია დაახლოებით 20 000-ს წევრს ითვლის და მათი აქტივისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება მისი მხარდამჭერები როგორც ქალები ასევე მამაკაცებიც არიან.
f8eb11b7c20c
ქალთა თანასწორობის პარტია – გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი ქალთა პოლიტიკური ორგანიზაცია რომელიც დაარსდა 2015 წელს შესაბამისად ჯერ არცერთ არჩევნებში არ მიუღია მონაწილეობა მაგრამ 2016 წლის აპრილის მონაცემებით 47 000-ზე მეტ წევრს ითვლის მათი მხარდამჭერების რაოდენობაც საკმაოდ დიდია. ფემინისტების გაერთიანებებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხვდა პოპულარობა იმედია გამონაკლისი არც ბრიტანეთის ქალთა თანასწორობის პარტია იქნება და მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ისინი მოხვდებიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და დაეხმარებიან ქალების ინტეგრაციას საზოგადოებაში. პარტია დაკომპლექტებულია ძალიან აქტიური ქალი ლიდერებით რომლებიც მხარდამჭერებთან ერთად ხშირად აწყობენ აქციებსა და დემოსტრაციებს. დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა და გამორჩეულია იმითაც რომ იქ ქალთა უფლებები კარგადაა დაცული.
e7f62970d776
გაბრიელა ქალთა პარტია – ქალთა პოლიტიკური ორგანიზაცია ფილიპინებში რომელიც ფემინისტურ პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ის დაარსდა 1984 წელს მაგრამ ოფიციალურად საქმიანობა 2003 წელს დაიწყო მათ პირველივე საპარლამენტო არჩევნებში რომელიც 2004 წელს გაიმართა მიიღეს 3.65% რითიც 1 კაცი გაიყვანეს პარლამენტში ამის შემდეგ 2007 წლიდან ბოლოს 2016 წელს გამართულ არჩევნებზე ისინი ყოველთვის 2 მანდატის მოპოვებას ახერხებენ მათი პოპულარობა კი წლიდან-წლამდე იზრდება რაც მეტწილად იმითაა გამოწვეული რომ აზიაში ქალები დღესაც განიცდიან ძალადობას ამ მხრივ აზია ერთ-ერთი ჩამორჩენილი კონტინენტია სადაც ფაქტიურად არცაა დაცული ქალთა უფლებები შესაბამისად ფილიპინები და გაბრიელა ქალთა პარტია ებრძვის ამ მავნე სტერეოტიპებს.
309d69357c33
გერმანიის ფემინისტური პარტია – გერმანიაში მოქმედი პოლიტიკური ძალა რომელიც დაარსდა 1995 წელს და 1998 წელს არჩევნებში პირველად მიიღო მონაწილეობა სადაც 0,1 % მოიპოვა ასევე ამავე პროცენტის დაფიქისირება შეძლო 2002 წელს შემდეგ იყო ხმების გარკვეული ზრდა 2006 წელს  0,06 %-ს მიღებით ხოლო 2013 წელს ბოლოს გამართულ არჩევნებში მათ  0,3 % დააფიქსირეს როგორც ხედავთ გერმანიის ფემინისტური პარტია არც თუ ისე პოპულარულია მაგრამ ისინი მაინც განაგრძობენ ქალთა უფლებების აქტიურად დაცვას და პარლამენტს გარეთაც ახერხებენ ძალიან ბევრი ქალის უფლების დაცვას.

ცნობისთვის საქართველოშიც არსებობს ქალთა პარტია მაგრამ მას საერთოდ არ აქვს პოპულარობა იმიტომ რომ იგი არაა აქტიური მათი გააქტიურების შემთხვევაში კი დიდი ვარაუდია რომ მათ საქართველოს მოსახლეობის არც თუ ისე ცოტა ნაწილი დაუჭერს მხარს რათქმაუნდა ჩვენს ქვეყანაში ფემინისტური საქმიანობა აუცილებელია რადგან ხშირია ქალებზე ძალადობის ფაქტები.

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button