ახალი ამბებითამაშებიინტერნეტი / სოც მედია

კიდევ ერთი გეიმინგ სტრიმინგ სერვისი: Amazon-მა წარადგინა Luna

Amazon-მა წარადგინა ქლაუდ თამაშების პლატფორმა სახელწოდებით – Luna. სიახლე მოულოდნელი არ არის: გასული წლიდან მოყოლებული ვრცელდებოდა ხმები კოდური დასახელების მქონე სერვის Tempo-ზე, ასევე გამოჩნდა Amazon-ის წარმოების გეიმინგ-კონტროლერი. 

image.jpeg

უცნობია როდის ამოქმედდება Luna, თავდაპირველად იგი ხელმისაწვდომი გახდება Windows-ზე, macOS-ზე, Fire TV-ზე, აგრეთვე iPhone-სა და iPad-ზე (ვებ-აპლიკაციის მეშვეობით). Android-ვერსიის გამოშვება მოგვიანებით იგეგმება. Amazon აცხადებს, რომ დაინტერესებულ მომხმარებლებს აშშ-ში უკვე შეუძლიათ მოითხოვონ ადრეული წვდომა. საერთაშორისო ბაზარზე გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის. 

Luna Plus ხელმისაწვდომი იქნება „საწყისი ფასით“ თვეში 5.99 აშშ დოლარად ადრეული წვდომის ეტაპზე: იგი გამომწერებს საშუალებას მისცემს ითამაშონ სხვადასხვა პროექტი ერთდროულად ორ მოწყობილობაზე ზოგიერთ თამაშში 4K-მდე გაფართოებაზე. ბუნებრივია, ქლაურდ-სერვისი იმუშავებს კომპანიის კარგად ცნობილ ვებ-პლატფორმა AWS-ზე. 

image.jpeg

Amazon-მა განაცხადა, რომ Luna Plus-ის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება ასზე მეტი თამაში, რომელთა შორისაა Resident Evil 7, Control, Panzer Dragoon, A Plague Tale: Innocence, The Surge 2, Yooka-Laylee, GRID, Abzu და Brothers: A Tale of Two Sons. Amazon-ის განცხადებით, ეტაპობრივად მეტი თამაში დაემატება. მაგალითად, კომპანია თანამშრომლობს Ubisoft-თან ცალკე გეიმინგ არხის შექმნის მიზნით: 

„გეიმერები, რომლებიც ამ არხს გამოიწერენ, წვდომას მიიღებენ Ubisoft-ის თამაშებზე 4K გაფართოებამდე, ასევე მობილურ გეიმინგ პროცესსა და ახალ თამაშებზე, როდესაც არხი ამოქმედდება: მაგალითად, Assassins Creed Valhalla, Far Cry 6 და Immortals Fenyx Rising ხელმისაწვდომი გახდება ამოქმედების დღესვე. ეს გახლავთ მრავალთაგან ერთ-ერთი პირველი თამაშები Luna-ს არხზე, სადაც მომხმარებლები შეძლებენ ნებისმიერი ჟანრისა და სტუდიის თამაშებით სარგებლობას. 

image.jpeg
image.jpeg

Luna ინტეგრირებული იქნება Twitch-თანაც. გეიმერები Luna-ს მეშვეობით შეძლებენ უყურონ Twitch-ის ტრანსლაციებს, Twitch-ის მეშვეობით კი – ჩართავენ Luna-ს თამაშებს. საინტერესოა, რომ Bluetooth-კონტროლერებში მხარდაჭერილია ტრადიციული პერსონალური კომპიუტერის მართვა კლავიატურითა და მაუსით. Amazon-მა წარადგინა საკუთარი გეიმპადიც – Luna Controller – Alexa-ს მხარდაჭერით, რომლის ფასი ადრეული წვდომის პერიოდში 49.99 აშშ დოლარი იქნება. 

image.jpeg

Google Stadia-ს კონტროლერის ანალოგიურად, Luna Controller უკავშირდება პირდაპირ ქლაუდს შეყოვნების შემცირების მიზნით და პრიორიტეტს ანიჭებს Wi-Fi კავშირს. Amazon-ის შეფასებით, Luna Controller Cloud Direct-ის მეშვეობით შეყოვნებას ამცირებს 17-30 მილიწამით კომპიუტერსა და Fire TV-სთან Bluetooth-ით მუშაობასთან შედარებით. იმის წყალობით, რომ Luna Controller პირდაპირ ქლაუდ-სერვერს უკავშირდება, გეიმერები მარტივად შეძლებენ ეკრანებს შორის გადართვას: მაგალითად,  Fire TV-დან სმარტფონზე. 

სტრიმინგ სერვის Twitch-ის ფლობის პარალელურად Amazon ასევე მუშაობს საკუთარ თამაშებზე, მათ შორისაა ონლაინ-შუთერი Crucible, რომელიც იმდენად წარუმატებელი აღმოჩნდა, რომ სწრაფად დაუბრუნდა დახურული ბეტა-ტესტირების სტადიას. კომპანია მუშაობს აგრეთვე მრავალმომხმარებლიან თამაშზე – New World, რომლის დებიუტი მიმდინარე ზაფხულს უნდა შემდგარიყო, თუმცა 2021 წლამდე გადაიდო. 

image.jpeg
image.jpeg

ამიერიდან Amazon ხდება ისეთი სერვისების პირდაპირი კონკურენტი, როგორებიცაა Google Stadia, Microsoft xCloud და GeForce Now. ვნახოთ, რა გამოვა აქედან და გახდება თუ არა ახლო მომავალში სტრიმინგ-თამაშების კონფეცფია რეალურად მასობრივი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button