ახალი ამბებიკოსმოსიტექნოლოგია

შეიქმნა მთვარის პირველი დეტალური გეოლოგიური რუკა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) სპეციალისტებმა NASA-ს მონაცემებისა და მთვარის პლანეტარული ინსტიტურის დახმარებით შექმნეს მთვარის პირველი დეტალური გეოლოგიური რუკა, რომელიც საშუალებას იძლევა ყოველი მხრიდან დავათვალიეროთ ჩვენი თანამგზავრი. 1:5 000 000 მასშტაბის რუკას ფერადი კოდირება აქვს, რაც ამარტივებს გეოლოგიური ობიექტების იდენტიფიკაციას, მათ შორის სხვადასხვა ტიპის კრატერის, დაბლობების და ა.შ. 

მუშაობის პროცესში მეცნიერები ეყრდნობოდნენ მონაცემებს, რომლებიც მიღებულ იქნა Apollo-ს მისიების პერიოდში შექმნილი რეგიონალური რუკებიდან. ამ მონაცემებს მკვლევარებმა დაუმატეს უფრო თანამედროვე თანამგზავრული კვლევის შედეგებიც. რუკების ძველი ეგზემპლარები გადაიწერა ისე, რომ მათზე ასახულიყო მცირე ხნის წინანდელი მისიებიდან მიღებული მონაცემები, თანაც შენარჩუნებულიყო წარსულის ღირებული შენიშვნები. ახალი რუკის შესადგენად გამოყენებულ იქნა დიდი მოცულობის ინფორმაცია, მათ შორის ცნობები პროგრამა Lunar Orbiter-ისა და იაპონური მისია SELENE-დან. 

მთვარის ახალი რუკა ღირებულია არა მხოლოდ მეცნიერებისა და ასტრონავტებისთვის, არამედ სარგებლობას გაუწევს ფართო მასებსაც. მაგალითად, მისი გამოყენება შეუძლიათ სკოლისა და უმაღლესის სასწავლებლის მასწავლებლებს. მაშინაც კი, თუკი ასტრონომია და გეოლოგია არ არის სტუდენტებისთვის სპეციალიზებული საგნები, მთვარის რუკა მათ მეტ ცოდნას მისცემს დედამიწის თანამგზავრის შესახებ.  გარდა ამისა, სამომავლოდ რუკა შეიძლება სასარგებლო იყოს მთვარის სხვადასხვა რეგიონის გეოლოგიის უფრო დეტალური შესწავლისთვის, აგრეთვე იმ ადგილების იდენტიფიცირებისთვის, სადაც ასტრონავტებს შეეძლებათ კვლევითი საქმიანობის წარმართვა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button