ავტომობილიტექნოლოგია

Tesla განახლებულ Roadster-სა და Semi-ს წლის ბოლოს წარადგენს

Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ბოლოს წარადგენს განახლებულ სპორტულ ელექტრომობილ Tesla Roadster-სა და ელექტრო სატვირთო Tesla Semi-ს. ორივე მოდელი კომპანიამ 2017 წელს დააანონსა. 

ადრე ოფიციალურ პრეზენტაციაში მანქანათმშენებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ Tesla Semi 2019 წელს გამოვიდოდა, თუმცა სატვირთოს სერიული წარმოება 2020 წლის ბოლოსთვის გადაიდო. ამასთან, ცნობილია, რომ თავდაპირველად ელექტრო სატვირთოები მცირე პარტიებად გამოვა. 

Tesla-ს ოფიციალურად არასდროს გადაუდია Tesla Roadster-ის გამოშვება, მასკმა გასულ წელს განაცხადა, რომ ეს არ გახლავთ პრიორიტეტი და მიგვანიშნა, რომ მისი წარმოება შესაძლოა 2020 წელზე უფრო გვიანი პერიოდისთვის გადაიდოს.  

image.jpeg

ერთ-ერთმა გამომწერმა Twitter-ზე აღნიშნა, რომ კომპანია ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს Tesla Roadster-ისა და Tesla Semi-ს შესახებ და Tesla-ს გენერალურ დირექტორს ჰკითხა, ხომ არ ამზადებს განახლებას ამ ელექტრომობილებისთვის. საპასუხოდ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია დიდი ალბათობით ამ სატრანსპორტო საშუალებებისთვის განახლებას მიმდინარე წლის მიწურულს გამოუშვებს. სამწუხაროდ, მასკმა არ დააკონკრეტა კომპანიის სამომავლო გეგმები ამ ელექტრომობილებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, პანდემიის გამო გამოშვების გრაფიკი კორექტირებას მოითხოვს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button