ფილოსოფია

აზრითი ექსპერიმენტები (გაგრძელება)

თუ იმ ტიპის ადამიანი ხარ, რომელსაც ნათელი და ზუსტი პასუხები უყვარს, შეიძლება აზრითმა ექსპერიმენტებმა ჭკუიდან შეგშალოს. როცა ამ ტიპის კონცეფციას ვეხებით, უნდა გავიაზროთ პარადოქსი. იდეა, რომ ორივე ურთიერთგამომრიცხავი აზრი ჭეშმარიტად გეჩვენებოდეს.

აზრითი ექსპერიმენეზე ფიქრმა შეიძლება ბევრი დრო წაგართვას, თუმცა ისინი ამოხსნადი არ არის. უბრალოდ, დამოკიდებულია იმაზე როგორ გაიაზრებენ ადამიანები.

მიუხედავად ასეთი უშედეგობისა, აზრითი ექსპერიმენტები ძალიან სასარგებლოა გონების სავარჯიშოდ და იშვიათი და გენიალური მიმართულებით გასავითარებლად.

აინშტაინი ადრეულ ასაკში კლერკად მუშაობდა. სამუშაო ზედმეტად მარტივი და მოსაწყენი იყო მისთვის, დღის საქმეს მალევე რჩებოდა და მთელ დროს საკუთარ აზრით ექსპერიმენტებზე ფიქრს უთმობდა. ძალისხმევის შედეგად აინშტაინს ახალი სამყაროსეული ხედვა ჩამოუყალიბდა, შეძლო დროის და სივრცის ურთიერთკავშირის ღრმად გააზრება, რამაც საბოლოო ჯამში ფარდობითობის თეორიის ჩამოყალიბებამდე მიიყვანა საქმე. აინშტაინი მსოფლიო დონის გენიოსი სწორედ საკუთარი ორიგინალური აზროვნების დამსახურებით გახდა.

თუ საკუთარ თავს გენიოსად წარმოიდგენ, ან უბრალოდ გასართობად უცნაურ რამეებზე ფიქრი გხიბლავს ეს სტატია შენთვისაა. იქნებ რაიმე უნიკალურ პასუხამდე მიხვიდე, და იქნებ შენში დაიბადოს ახალი აინშტაინი.

დავიწყოთ!

1. დროში მოგზაურობის პარადოქსი

დროის მანქანა რომ არსებობდეს, რომელიც ადამიანს წარსულში გადასვლის საშუალებას მისცემს, პიროვნებამ ის გამოიყენოს წარსულში გადასასვლელად და საკუთარი ბაბუის მოსაკლავად, როგორღა იარსებებდა ეს ადამიანი?

კვანტური მეცნიერება პარადოქსის თავიდან აცილების ერთ შესაძლო ვარიანტად უსასრულო რაოდენობის პარალელური სამყაროების კონცეფციას განიხილავს. პიროვნება ბაბუას კლავს ერთ კონკრეტულ სამყაროში, რომელიც იდენტურია იმ სამყაროსი სადაც პერსონა იმყოფება, მხოლოდ ერთი განსხვავებით, იქ არ არსებობს ბაბუა, შესაბამისად არ არსებობს ისიც.

2. შეუძლია მაიმუნს შექსპირის სონეტის დაწერა?

უსასრულო მაიმუნების თეორემა აზრითი ექსპერიმენტია, რომელიც გვეუბნება, რომ თუ გვეყოლება უსასრულო რაოდენობის მაიმუნები, რომლებიც გაწვრთნილები იქნებიან კლავიატურაზე წერისთვის და ამ მაიმუნებს უსასრულო რაოდენობის დროს მივცემთ, რომელიმე მათგანი, შექსპირის რომელიმე სონეტას დაბეჭდავს. ფაქტობრივად, რომელიმე, შექსპირის ყველა ნამუშევარსაც აკრიბავს.

ალბათობა იმისა, რომ მაიმუნმა შექსპირის სონეტა აკრიბოს ძალიან მცირეა, თუმცა არა ნულის ტოლი. საკმარისი დროის მიცემის შემთხვევაში, თუნდაც სამყაროს ასაკზე მილიარდჯერ მეტი, რომელიმე მაიმუნი შემთხვევით აკრიბავს შექსპირს. თუნდაც, შანსები 1/ გუგლპლექსიდან(1 და 100 ნული) იყოს, ეს მაინც შანსია, რადგან უსასრულო დრო ნიშნავს უსასრულოს.

შეგვიძლია თეორემა მათემატიკურად დავასაბუთოთ. ორი აბსოლიტურად განსხვავებული მოვლენის ერთდროულად მოხდენის ალბათობა, ცალცალკე ორივე მოვლენის მოხდენის ალბათობების კომბინირებით შეგვიძლია გამოვთვალოთ. მაგალითად, თუ იმის შანსი რომ დღეს ერთ ადგილას იწვიმოს არის 0.5, ხოლო მეორე ადგილას დღეს მიწისძვრის მოხდენის ალბათობა 0.000005, მაშინ ორივეს მოხდენის ალბათობა მათი ნამრავლი იქნება, შესაბამისაბ 0.0000025.

თუ კლავიატურას 50 ღილაკი გააჩნია, ერთ კონკრეტულ ღილაკზე დაჭერის ალბათობა 1/50 გამოდის. შესაბამისად, სიტყვა “ბანანი”-ს შემთხვევით დაწერის ალბათობა (1/50) × (1/50) × (1/50) × (1/50) × (1/50) × (1/50) იქნება. რაც იმას ნიშნავს რომ “ბანანი”-ს დაწერის ალბათობა ერთია 15,625,000,000-დან. შანსი მიზერულია, თუმცა როცა უსასრულო დრო გვაქვს, ის არასდროს გაუტოლდება ნულს.

3. მოულოდნელი ჩამოხრჩობის პარადოქსი

სიკვდილმისჯილ პატიმარს ეუბნებიან, რომ მომდევნო კვირას ჩამოახრჩობენ რომელიმე დღეს, ორშაბათიდან პარასკევამდე და მას წინასწარ არ ეცოდინება ჩამოხრჩობის დღე. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ვერ ჩამოახრჩობენ პარასკევს, რადგან თუ ხუთშაბათ საღამოს ის ცოცხალი იქნება ეცოდინება, რომ პარასკევს დასჯიან.

მას ვერ ჩამოახრჩობენ ხუთშაბათს, თუ ოთხშაბათ საღამოს ცოცხალი იქნება ეცოდინება, რომ ხუთშაბათს დასჯიან, რადგან უკვე ვიცით, რომ პარასკევს მისი დასჯა შეუძლებელია.

იგივე პრინციპით შეიძლება გავყვეთ კვირის ხუთივე დღეზე, ორშაბათზეც კი. რადგან თუ დანარჩენი 4 დღე გამოუსადეგარია, ერთადერთი ვარიანტი ორშაბათი რჩება, რასაც ის ფაქტი გამორიცხავს, რომ მან წინასწარ არ უნდა იცოდეს დასჯის დღე.

პატიმარი თავდაჯერებულია თავის მსჯელობაში და ფიქრობს, რომ არ ჩამოახრჩობენ, რადგან არ არსებობს დღე მომდევნო კვირაში, როცა ეს შესაძლებელია. ორშაბათს ის არ ჩამოახრჩეს, მოულოდნელად, ოთხშაბათ საღამოს ის სიკვდილით დასაჯეს.

4. დეტერმინირებული სამყარო

დეტერმინირებული სამყაროს თეორიის მიხედვით, ყველაფრს თავისი მიზეზი და ეფექტი გააჩნია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბედისწერა და კარმა. რისი თავიდან აცილებაც შეუძლებელია ბედისწერაა. კარმა კი ეფექტია იმ მოქმედების რაც წარსულში მოვახდინეთ. ბუდისტებს რეინკარნაციის სწამთ, შესაბამისად კარმა ერთ ცხოვრებაზე დიდხანს შეიძლება მოგვყვეს.

ბუდისტების რწმენა ხსნის ფაქტს, თუ რატომ ემართებათ ცუდი რამეები კარგ ხალხს და უდანაშაულო ბავშვებს. შესაძლოა მათ ამ ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რომ ამ შედეგებს იმსახურებდნენ, თუმცა წინა ცხოვრებაში ჩაიდინეს ისეთი რამ, რამაც ცუდი კარმა მოიზიდა ამ კონკრეტულ ცხოვრებაში.

დეტერმინირებული სამყაროს თეორია ეწინააღმდეგება თავისუფალი ნების კონცეფციას. თუ ჩვენი ბედი წინასწარაა განსაზღვრული, მაშინ არ არსებობს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. არჩევანი მხოლოდ ილუზიაა, რომელსაც მაინც იმ შედეგამდე მივყავართ, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული.

theclever.com-ის მიხედვით

გაგრძელება იქნება…

Source
https://eon.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button