Huobi Global-მა აამოქმედა სტეიკინგის პროგრამა DeFi Liquidity Mining
ბირჟა Huobi Global-მა დაიწყო DeFi Liquidity Mining კამპანიის პირველი ეტაპი, რომელიც სტეიკინგისთვის HT და HPT ტოკენების სახით ჯილდოს მიღების საშუალებას იძლევა.
ჯილდოს სახით Huobi-მ გამოყო 5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აქტივები. ბირჟა გეგმავს კიდევ რამდენიმე რაუნდის ჩატარებას და 10 მლნ აშშ დოლარის შემოთავაზებას.
საბირჟო ტოკენების სტეიკინგის ციკლი 14 დღეს შეადგენს, ვადამდელი შეწყვეტა გათვალისწინებული არ არის.
მონაწილეებისთვის დაწესებულია ბლოკირებული თანხების მინიმალური და მაქსიმალური ლიმიტები. Huobi Token-ის (HT) შემთხვევაში გახლავთ 100 და 5 ათასი მონეტა, შესაბამისად, Pool Token-ის (HPT) შემთხვევაში კი – 100 ათასი და 4 მლნ ტოკენი.
DeFi Liquidity Mining-ის ფარგლებში ბირჟა გეგმავს 800 ათასი HT-სა და 80 მლნ HPT-ის ბლოკირებას.
სტეიკინგისთვის ჯილდოების გადახდა მოხდება DeFi-პროტოკოლ Curve-ის CRV ტოკენებში ყოველდღიური განაწილების მიხედვით.
ადრე ბირჟის ოპერატორმა შექმნა ქვეგანყოფილება დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში პროექტების განვითარებისთვის. Huobi DeFi Labs-მა უკვე ჩამოაყალიბა „ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფინანსური სერვისებისა და პლატფორმების მომწოდებლების საერთაშორისო კონსორციუმი“ Global DeFi Alliance, რომელსაც შეუერთდა ისეთი პროექტები, როგორებიცაა MakerDAO, Compound, Nest და dYdX.