![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/04/Coinbase-აფართოვებს-Crypto-to-Crypto-ვაჭრობას-კიდევ-11-ქვეყანაში.jpeg?fit=800%2C290&ssl=1)
Coinbase აფართოვებს Crypto-to-Crypto ვაჭრობას კიდევ 11 ქვეყანაში
კრიპტოვალუტების ბირჟა Coinbase აფართოებს კრიპტოდან კრიპტოზე კონვერტაციის სერვისსა და სავაჭრო მომსახურებას კიდევ 11 ქვეყანაში.
სიახლის შესახებ სან-ფრანცისკოულმა კომპანიამ განაცხადა თავის ოფიციალურ ბლოგზე. განცხადების თანახმად არგენტინის, მექსიკის, პერუს, კოლუმბიის, ჩილეს, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ინდონეზიის, ფილიპინებისა და ახალი ზელანდიის მაცხოვრებლებს უკვე შეეძლებათ წვდომა მიიღონ crypto-to-crypto გაცვლის სერვისებზე.
კომპანიამ განაცხადა, რომ კლიენტებს მომსახურებას სთავაზობს არა მხოლოდ Coinbase.com-ით სარგებლობისას, არამედ თავისი პროფესიონალური სავაჭრო პლატფორმა Coinbase Pro-ს მეშვეობითაც.
გაფართოების შედეგად გამოდის, რომ Coinbase ამ დროისათვის მოქმედებს ოთხ კონტინენტსა და 53 ქვეყანაში.
გარდა ამისა, ბირჟამ დააკონკრეტა, რომ გასულ წელს კრიპტოვალუტებს შორის პირდაპირმა ვაჭრობამ ჯამში გადააჭარბა ტრადიციულ fiat-to-crypto ვაჭრობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მთელი ინდუსტრიის სავაჭრო ბრუნვების გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე Coinbase გვაცნობებს, რომ crypto-to-crypto ვაჭრობის მოცულობამ საერთო ჯამში 2019 წლის თებერვალში ბრუნვის 51% შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა:
![image.png](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2019/04/image.thumb_.png.aa89b94079610f6fd81ff04f482dc814.png?w=780&ssl=1)
გასული წლის დეკემბერში Coinbase-მა თავის სერვისებში დაამატა crypto-to-crypto ვაჭრობის მხარდაჭერა საცალო კლიენტებისათვის, რამაც მათ საშუალება მისცა სერვისზე მიეღოთ წვდომა Coinbase.com-ის, ასევე Android- და iOS-აპლიკაციების მეშვეობით. დეკემბრამდე მხარდაჭერა ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ პროფესიონალი მომხმარებლებისათვის.