ფსიქოლოგია

შენი მაცდური გონება – ნაწილი 3

lifelessons.co-ის სტატიების ციკლის მესამე ნაწილი. შენი მაცდური გონება: ვისწავლოთ კრიტიკული აზროვნება.

პირველი სტატის წასაკითხად დააკლიკეთ მოცემულ ტექსტს.

მეორე სტატის წასაკითხად დააკლიკეთ მოცემულ ტექსტს.

ამ სტატიაში:

  • რატომ არ ნიშნავს დანახვა დაჯერებას?
  • რატომ არ უნდა დავუჯეროთ ყველაფერს, რასაც ვხედავთ?
  • ყურადღების სიბრმავე.
  • ცვალებადი სიბრმავე.
  • ოპტიკური ილუზიები.
  • მაქგურკის ეფექტი.
  • და ბევრი სხვა…

დავიწყოთ:

TWA ფრენა 800

1996 წლის 17 ივლისს, TWA ფრენა 800-მა, აფრენიდან მალევე ავარია განიცადა. არსებობდა ბევრი თვითმხილველი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ავარიამდე თვითმფრინავში შემოჭრილი ჭურვი ან სინათლის სვეტი შენიშნეს. თუმცა, FBI-ს და ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების ბორდის კვლევის შედეგად, მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა.

ამგვარად, რა დაინახეს თვითმხილველებმა?

წითელი პანდა

1978 წელს, როტერდამის ზოოპარკიდან წითელი პანდა გაიქცა. ამბავი მალევე მოედო გაზეთის ფურცლებს, რომლებიც იტყობინებოდნენ, რომ წითელი პანდა ქალაქის ასობით ადგილას დააფიქსირეს. როგორც შემდგომში გაირკვა, პანდა ზოოპარკიდან გასვლისთანავე მოკლეს, მანამ, სანამ მის შესახებ ამბები გავრცელდებოდა.

მაშ, რა დაინახა ასობით ადამიანმა სხვადასხვა ადგილას?

ნიშნავს დანახვა რწმენას?

უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, დაჯერება არის დანახულიდან გამომდინარე.

სიმართლე ისაა, რომ ყველაფერს ვერ ენდობი, რასაც ფიქრობ რომ ხედავ ან აღიქვამ. რადგანაც, ზედმეტად ბევრი ნაკლია იმ გზებში, რომლითაც ჩვენი გონება აგებს აღქმას.

ჩვენი აღქმა მორჩილი არ არის. ის ვიდეო ჩამწერს არ ჰგავს, რომელზეც დეტალები ზუსტად ისევეა აღბეჭდილი, როგორც ხდება.  ფაქტობრივად, ჩვენი გონება აქტიურად ადგენს სურათს, იმის რაც, ჩვენს გარშემო ხდება, მიღებული ინფორმაციების მცირე ნაწილაკების მიხედვით, რაც დიდ შესაძლებლობებს უხსნის დამახინჯებებს და შეცდომებს.

საუკუნეების მანძილზე, ილუზიონისტებმა ისწავლეს, ჩვენი ტვინის აქქმითი სისუსტეების დამუშავება. მათ პრაქტიკული ცოდნა გამოიმუშავეს ჩვენი გასულელების, ისეთი რამეების ჩვენს თვალწინ კეთება ისწავლეს, რომ ვერც კი აღვიქვამთ, თუ ის ხდება. ისინი ამას გასართობი მიზნებისთვის აკეთებენ, თუმცა მსგავსი ხრიკების გამოყენება მანკიერი რამეებისთვისაც შესაძლებელია.

ხელოვანებმა დაამუშავეს გზები, რომლითაც ჩვენი გონება ამუშავებს ინფორმაციას და შექმნეს სპეციალური ეფექტები. მაგალითისათვის, მათ გამოიმუშავეს პერსპექტივის და განზომილებების კანონები, რაც საშუალებას იძლევა სამ-განზომილებიანი სურათი ორ-განზომილებიან კანვასში წარმოადგინონ.

ოპტიკური ილუზიები

ნებისმიერი ტიპის ილუზია ხდება მაშინ, როცა ტვინი არასწორად ქმნის გრძნობით აღქმას, რაც რეალობის არასწორად წარმოდგენაში გამოიხატება.

საზოგადოდ, მსოფლიოში საგნები მუდმივი და ზუსტი ჩანს, რეალობასთან მიმართებაში.  ფსიქოლოგები ამ ფაქტს მუდმივობას მიაკუთვნებენ.

ოპტიკური ილუზიები, რომ განვმარტოთ, წარმოადგენს გამონაკლისს მუდმივობაში – დროს, როცა საგნები არ არიან სტაბილურები ან არ მოდიან რეალობასთან ბალანსში. ჩნდება შიდა შეუთავსებლობა, ან პარადოქსი, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ვხედავთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენმა ტვინმა უნდა გამოთქვას ვარაუდი, თუ რა უნდა იყოს სიმართლე, შემდეგ კი ამ ვარაუდის მიხედვით ამუშავებს აღქმულ ინფორმაციას. უმეტეს შემთხვევაში, ეს ვარაუდები სწორია; როცა ისინი არასწორია, იქმნება ოპტიკური ილუზიები.

იმის დანახვა, რაც არ არის

არავის გააჩნია იმუნიტეტი ოპტიკური ილუზიების საწინააღმდეგოდ, გაწვრთნილი დამკვირვებელიც რომ ვიყოთ, ჩვენს გონებას საგნების განსხვავებულად გაგებას ვერ ვაიძულებთ.

მაგალითისათვის, 1997 წელს სამხედრო ვერტმფრენში დააფიქსირეს, რომ სხვა თვითმფირნავი სადაცაა შეეჯახებოდა მათ ვერტმფრენს, შესაბამისად არიდების ოპერაცია ჩაატარეს.

თუმცა, როგორც გაირკვა, შემჩნეული ობიექტი უბრალოდ ბუშტი იყო. ალბათ ვიფიქრებთ, რომ გაწვრთნილ პილოტს არ უნდა გასჭირვებოდა თვითმფრინავის და ბუშტის გარჩევა. თუმცა, მისმა ტვინმა არასწორი ვარაუდი გამოთქვა ობიექტთან არსებულ დისტანციაზე და ყველაფერი აქედან აირია. პილოტმა იფიქრა, რომ ხედავდა დიდ, მათკენ სწრაფად მოძრავ თვითმფირნავს, მაშინ უბრალოდ პატარა ბუშტი მიფარფატებდა ცაში.

კიდევ ერთი „ამო“

კიდევ ერთი მაგალითი: სტეფანვილში, ტექსასში, 2008 წლის 8 იანვარს თვითმხილველებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაინახეს, რომელიც მათი თქმით ერთი მილის სიგრძის იყო. როგორც გამოკვლევით დადგინდა, რასაც თვითმხილველები ხედავდნენ F-16ის მიერ დატოვებული კაშკაშა კვალი იყო, მათ კი მანათობელი წერტილების შეკავშირებით ამო ააგეს.

ეს ის არის, რასაც ჩვენი გონება მაშინ აკეთებს, როცა აღქმულ არასრულ ინფორმაციას, საკუთარი ვარაუდებით ავსებს, რომლებიც მიღებული ინფორმაციისგანაა ნაკარნახები. ამ შემთხვევაში, 3 დაუკავშირებელი წერტილი, აღქმული იქნა როგორც მასიური მილის სიგრძის ობიექტის ნაწილები.

ლოს ანჟელესის ბრძოლა

კიდევ ერთი მაგალითი, ისეთი რამის დანახვის, რაც იქ არ არის, ლოს ანჟელესის ბრძოლის ეპიზოდია.

ეს საჰაერო თავდასხმა იყო ლოს ანჟელესზე, კალიფორნიაში, რომელიც 1942 წლის 25 თებერვალს მოხდა, რის საწინააღმდეგოდაც 1400ზე მეტი მაშხალა გაუშვეს. საბოლოოდ, გაირკვა, რომ მთელი თავდასხმა, ცრუ განგაში იყო, და გამოწვეული იყო საომარი ნერვიულობით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ გამოიწვია. ცაში შემჩნეული მტერი კი სავარაუდოდ, ამინდის ბუშტი იყო.

თუმცა, რადგანაც მეორე მსოფილიო ომის ცხელება იყო, მეომრებმა იფიქრეს, რომ თვითმფრინავები აშშ-ს დასავლეთ ნაპირების დაპყრობას აპირებდნენ და ცეცხლი გაუხსნეს ცაში დანახულ ობიექტებს.

განსხვავებული აზრები ერთმანეთზე მოქმედებენ

განხვავებულ აზრებს რეალურად ერთმანეთზე ზემოქმედების უნარი გააჩნიათ. ჩვენი ტვინები სხვადასხვა ტიპის მონაცემებს ერთმანეთს ადარებს, ერთი უნაკლო სურათის მისაღებად. ის რომელიმე აზრს ასწორებს, რათა მოვლენები ერთმანეთს დაემთხვეს.

გასულელებული ღვინის სნობები

შეგვიძლია მაგალითად, ფრედერიკ ბროშეს მოწყობილი ღვინის ტესტირება მოვიყვანოთ, რომელიც 2001 წელს მოაწყო და თეთრი ღვინო, წითლად საკვები პროდუქტებით შეღება. ამის შემდგომ „წითელი“ ღვინო ექსპერტ დეგუსტატორებს გაასინჯა და მათ თხოვა, აღეწერათ, ღვინო, რომელსაც სვამდნენ. მათ აღწერეს თეთრი ღვინო, როგორც „წითელი“ ღვინო. მათი კარგად განვითარებული და გამოცდილი ღვინის დეგუსტირების უნარი, ღვინის ხელოვნურად შეღებილმა ფერმა გააცურა.

იაფი ღვინო, ძვირის წინააღმდეგ

კიდევ ერთი კვლევა მოაწყო იგივე ფრედერიკ ბროშემ. ერთი და იგივე ღვინო სხვადასხვა იაფიან და ძვირიან ბრენდის ბოთლებში ჩაასხა. დეგუსტატორებს ევალებოდათ შეესვათ ღვინო და შეეფასებინათ. ძვირიანი ბრენდის ბოთლში არსებული ღვინო აღმატებულად შეაფასეს, მაშინ როცა იაფინი ბრენდის ბოთლში ჩასხმული იგივე ღვინო მკაცრად გააკრიტიკეს.

ეს არის მაგალითი, როგორ ახდენს მოლოდინები გავლენას ჩვენს აღქმაზე.

მაქგურკის ეფექტი

მაქგრუკის ეფექტის მიხედვით, ის რაც გვესმის, მკაფიოდაა ნაკარნახები პირის მოძრაობებით, რომლებსაც ვხედავთ. იხილეთ ვიდეო:https://www.youtube.com/embed/G-lN8vWm3m0?feature=oembed

დროებითი სინქრონიზაცია

აქტივობები, რომლებიც ხმის და ხედვის კომბინაციას წარმოადგენს, როგორიცაა ტაშის დაკვრა, ჩანს რომ ერთდროულად ხდება, თუმცა გამოსახულება უფრო სწრაფად მოგვეწოდება ტაშის დაკვრისას, ვიდრე მისი ხმის ტალღები იშლება. ამგვარად, ორი აღქმითი მოვლენა ჩვენს აღქმის ორგანოებს ერთდროულად არ წვდება. ჩვენს გონებასაც სხვადასხვა დრო სჭირდება ორი სხვადასხვა ინფორმაციის დასამუშავებლად.

თუმცა, როცა ვხედავთ, რომ ვიღაც ტაშს უკრავს, აღვიქვამთ როგორც ერთ მოვლენას. რაც ჩვენი ტვინის მიერ შექმნილი ილუზიაა. ჩვენი გონება ორი მოვლენის სიქრონიზებას აკეთებს, რადგანაც იცის, რომ ისინი ერთდროულად ხდება. ფაქტობრივად, მათი ჩვენამდე მოწოდების დროებს შორის 80 მილიწამია.

ყურადღების გამახვილება სენსორულ ინფორმაციაზე

ყურადღების გამახვილება უაღრესად მნიშვნელოვანია აღქმისას, რადგანაც ჩვენ გამუდმებით ვიღებთ უთვალავ საგრძნობ ინფორმაციას და ჩვენ ვერ შევძლებთ ყველაფერზე გავამახვილოთ ყურადღება ერთდროულად ან ნაწილ-ნაწილ. ჩვენ ვფილტრავთ ყველაზე აღქმად ინფორმაციას, იმათ შორის რაც ჩვენამდე აღწევს და ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რაც გვგონია რომ მნიშვნელოვანია.https://www.youtube.com/embed/vJG698U2Mvo?feature=oembed

ერთ-ერთი ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა ეყურებინათ ვიდეოსთვის, რომელსაც ჩაურთავდნენ და დაეთვალათ თეთრი საკალათბურთო გუნდის მიერ გაკეთებული პასების რაოდენობა. ვიდეო ნორმალურ ტემპში ეშვებოდა, ისე რომ პასებზე დაკვირვება მარტივი დავალება ყოფილიყო. საინტერესო იყო ერთი დეტალი, რომელსაც მოხალისეების უმეტესობა ვერ ამჩნევდა, შუა ვიდეოს დროს ჩნდებოდა შავი გორილას ფორმაში გადაცმული ადამიანი, რომელიც კადრის ცენტრში იკავებდა ადგილს.

უყუადღებობითი სიბრმავე

ფაქტობრივად, ჩვენი ყურადღების არეალის მხოლოდ ცენტრალური ნაწილია მაღალდეტალიზებული. შენ ვერ გაამახვილებ ყურადღებას ხედვის ყველა პერიფერიულ უბანზე ერთდროულად. უყურადღებობითი სიბრმავე გვეუბნება, რომ ჩვენ ბრმები ვართ იმ საგნების ხედვაში, რომლებსაც ყურადღებას ვერ ვაქცევთ.

ცვლილების სიბრმავე

ცვლილების სიბრმავე კიდევ ერთი ფენომენია, რომელიც აღწერს ფაქტს, როდესაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ მკვეთრ ცვლილებებს, რომებიც ჩვენს გარშემო ხდება.https://www.youtube.com/embed/VkrrVozZR2c?feature=oembed

მაგალითისათვის, ავიღოთ ექსპეტიმენტები, რომლის დროსაც ადამიანები ესაუბრებოდნენ უცნობებს, უცნობი, მათი მხედველობის არეალს მიღმა იცვლებოდა და მონაწილეთა 60 % -მდე ვერ ამჩნევდა, რომ ცოტა ხნის წინ სულ სხვა ადამიანს ესაუბრებოდნენ. ასეთი მკვეთრი ცვლილებაც კი ჩვენს ყურადღების მ იღმა რჩება ხოლმე.

მულტითასქინგი

იმის მაგალითი, რომ ჩვენ ერთდროულად მხოლოდ მცირე რაოდენობის საგნებზე შეგვიძლია ყურადღების გამახვილება არის მულტითასქინგი. ტერმინი მულტითასქინგი გამოიყენება პროცესის აღწერისათვის, როდესაც ჩვენ ერთზე მეტ რამეს ვაკეთებთ ერთდროულად. თუმცა, კვლევები გვეუბნება, რომ ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია, რომ ერთდროულად რამდენიმე რაღაცაზე გავამახვილოთ ყურადღება.

რასაც ასეთ დროს აკეთებენ, ესაა ყურადღების თამაში ერთი საქმიდან მეორეზე, გადატანა და ისევ იგივე საქმეზე დაბრუნება. თუმცა ერთდროულად მხოლოდ ერთ საქმეზე არიან კონცენტრირებულნი.

ექსპერიმენტების მიხედვით, მხოლოდ 2.5 % ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ ტელეფონზე მანქანის მართვისას, ისე რომ არ გააუარესონ ტარების უნარები. ეს ძალიან მცირე რიცხვია. უდიდეს ნაწილს მკვეთრი გაუარესება გამოუვლინდა ტარების რეაქციებში, ტელეფონზე საუბრის დროს. ამიტომაც, ცუდი იდეაა ტარებისას ტელეფონზე საუბარი.

თვითმხილველების ჩვენება არასანდოა

თვითმხილველებს ეკითხებიან რჩევას, მათ ამ დროს უჩნდებათ ყალბი თვითდაჯერებულობა საკუთარი მონაყოლის სიზუსტეში და დიდია შანსი გაუცნობიერებლად მოგონებების შეთხზვის ან გადაკეთების.

ჩვენი გონება მოვლენების ქრონიკას ადგენს, ამბავს, შეთავსებულ რეალობას, იმასთან რაც ჰგონია, რომ აღიქვამს. და ამ შექმნილი ქრონიკის ნაწილია გამოტოვებული ადგილების ამოვსება. ამას კონფაბულეზი ეწოდება და ხდება ქვეცნობიერად და ავტომატურად. ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს ჩამატებული ნაწილები ნამდვილად აღიქვეს.

აღქმა არის შენება

ეს არის ამ სტატიის ბოლო გაკვეთილი, აღქმა ჩვენს გონების შიგნით ხდება. ყოველი ინდივიდის სენსორული ნაკადი ინტერპრეტირებულია და შემდეგ შერწყმული, შედარებული და შემდეგ ამ შედარების მიხედვით შეცვლილი. ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილს ვხედავთ იმ ინფორმაციის, რომელსაც ერთიან ამბად აღვიქვამთ. საბოლოო შედეგი კი გამოგონილი ამბავია.

თუ ჩვენ საკუთარი აღქმის ლიმიტებს გავიაზრებთ, ზედმეტად აღარ დავეყრდნობით მას. იმის ნაცვლად რომ ვთქვათ: „მე ეს ჩემი თვალით დავინახე და მჯერა.“ ჩვენ ვიტყვით „ვფიქრობ, მე ის დავინახე, მაგრამ გულწრფელად, რომ ვთქვა, არ ვიცი, და ვერც მეცოდინება ზუსტად, რაც დავინახე, რადგანაც ის ჩემი ტვინისგან იყო შექმნილი.“

დაელოდეთ გაგრძელებას

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button