![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/09/ბრაიან-არმსტრონგი-Coinbase-ემზადება-IEO-პლატფორმის-ამოქმედებისთვის.jpeg?fit=800%2C451&ssl=1)
ბრაიან არმსტრონგი: Coinbase ემზადება IEO-პლატფორმის ამოქმედებისთვის
Coinbase-ის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა დაადასტურა კომპანიის გეგმები პირველადი საბირჟო შეთავაზების (IEO) პლატფორმის ამოქმედების შესახებ.
მზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია პირველად აგვისტოს შუა პერიოდში გაჟღერდა. იმ დროს O’Shaughnessy Asset Management-ის ხელმძღვანელთან საუბრისას არმსტრონგმა განაცხადა, რომ Coinbase მუშაობს პროდუქტზე, სახელად „Coinbase Launch ან რაღაც ამგვარი“.
„ეს გადაწყვეტილება განკუთვნილია ყველასთვის, ვინც კრიპტო სტარტაპის ამოქმედებას მოისურვებს. ნებისმიერი შეძლებს მოვიდეს და თქვას: „მინდა ტოკენი გამოვუშვა. ან – მინდა ფული მოვიზიდო. ან – უბრალოდ მინდა შევქმნა საკუთარი ქომიუნითი“. ჩვენ ამ ხალხს დავეხმარებით პროცესის მანძილზე, ხელს შევუწყობთ აქტივების შენახვაში, სმარტ-კონტრაქტების შექმნაში, სამმართველო საკითხების გადაწყვეტაში“ – განაცხადა ბირჟის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, Coinbase Launch ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების მასობრივი მიღებისა და დანერგვის საკითხს.
„მას შეუძლია მნიშვნელოვნად დაეხმაროს კრიპტოეკონომიკის პოტენციალის გამოვლენას და ხელი შეუწყოს ათასობით სტარტაპს“ – დაამატა არმსტრონგმა.