ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Brad Garlinghouse: ფედერალური რეზერვების სისტემა კრიპტოვალუტების პოპულარობაზე მუშაობს

აშშ-ის ფედერალური რეზერვების სისტემის გადასვლა ახალ სტრატეგიაზე ინფლაციის შეკავებაზე უარის თქმით კრიპტოვალუტებს წაადგება სასარგებლოდ. ამგვარი აზრი გამოთქვა Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Brad Garlinghouse-მა. 

image.png

ფედერალური რეზერვების სისტემის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა ახლახანს განაცხადა ინფლაციის შეკავების შესახებ მარეგულირებელი ორგანოს ახალ პოლიტიკაზე. ახალი მიდგომა განაპირობებს შრომითი ბაზრისა და, საერთოდ, ეკონომიკის მხარდაჭერას – აღნიშნა მან. 

Brad Garlinghouse-მა კომენტარი გააკეთა ფედერალური რეზერვების ახალი სტრატეგიის შესახებ, რომელიც უარს ამბობს საპროცენტო განაკვეთის ზრდაზე ინფლაციის შესანარჩუნებლად. მარეგულირებელი ორგანოები ამ პოლიტიკას რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მისდევდნენ. 

„მოქმედება ეწინააღმდეგება ათწლეულების პრეცედენტს. არსებული ნიშნები მიგვითითებენ უახლოეს პერსპექტივაში დოლარის გაუფასურებაზე. ეს გამოიწვევს აქტივების სამომავლო დივერსიფიკაციას რაც, რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტებს მოუტანს სარგებელს“ – განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, პაუელის განცხადების შემდეგ Bitcoin-ბირჟა Gemini-ს დამფუძნებელმა ტაილერ უინკლუოსმა აღნიშნა, რომ დოლარი მეტად აღარ ჩაითვლება დაგროვების საიმედო საშუალებად, Bitcoin-ი გვევლინება ამ სახით და შესაძლოა გადალახოს 500 ათას აშშ დოლარიანი დონე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button