განხილვაწიგნები

ზურაბ ქარუმიძე “ჯაზის ცხოვრება” Zurab Karumidze The life of Jazz

ეს წიგნი ჯაზის ისტორიას მოგითხრობთ – წარმოშობიდან დღემდე; ასევე, იმ ხალხის ამბავს, ვინც ამ დიდებულ მუსიკას ქმნიდა და ქმნის – ლეგენდარული ბადი ბოლდენიდან უინტონ მარსალისამდე.ლუი არმსტრონგს უთქვამს: “ის, ვინც მეკითხება რა არის ჯაზი, ვერასოდეს გაიგებს, მართლა რა არის ჯაზი!”იკითხეთ “ჯაზის ცხოვრება” და ნუღარ იკითხავთ “რა არის ჯაზი?”

პირველი წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე წავიკითხე, ვახტანგ ჯალიაშვილის “ინსტრუმენტული ჯაზი” იყო, 70-იან წლებში დაბეჭდილი გაცრეცილი გამოცემა, რომელიც იმ პერიოდისთვის ალბათ, ამ თემაზე დაწერილი ერთადერთი წიგნი გახლდათ ჩვენს სინამდვილეში. მას შემდეგ გავიდა წლები, აკრძალვა ჯაზზე მოიხსნა, მისი მოსმენა ე.წ. კარგი ტონის აუცილებელი შემადგენელიც კი გახდა, მით უმეტეს, თუ ინტელექტუალობაზე დებდი თავს; გაფართოვდა ამ ჟანრის შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და მოსმენის შესაძლებლობები, გაჩნდა არაერთი მიმართულება, თუმცა, ქართულ ენაზე ჯაზურ მუსიკასთან ზიარების ბედნიერება ისევ და ისევ ჯალიაშვილის გაყვითლებული გამოცემით იყო შესაძლებელი. და აი, ნავსი გატყდა. მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ ძალიან კარგი წიგნი შემოგვთავაზა, რომელსაც “ჯაზის ცხოვრება” ჰქვია. “მე არც მუსიკათმცოდნე ვარ და არც ისტორიკოსი – ამდენად რაიმე მუსიკალური ჟანრის ისტორიის დაწერა ფიქრადაც არასდროს გამივლია. ოღონდ ეგაა, რომ სიყვარულმა კაცს შეიძლება გონება აურიოს… ჰოდა, მეც სიყვარულმა დამაწერინა ეს წიგნი – ჯაზური მუსიკის სიყვარულმა,” – წერს გამოცემის წინათქმაში ავტორი და 433 გვერდე გვიყვება ჯაზის ისტორიას – წარმოშობიდან დღემდე. ასევე გვაცნობს იმ ადამიანებსაც, ვინც ამ დიდებულ მუსიკას ქმნიდა და ქმნის, ლეგენდარული ბადი ბოლდენიდან – უინტონ მარსალისამდე.ნანა კობაიძეჟურ. “ლიტერატურა, ცხელი შოკოლადი”, დეკემბერი # 30, 2009

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button