ბიოგრაფია

ბასა ჯანიკაშვილი – Basa Janikashvili – ბიოგრაფია

ბასა ჯანიკაშვილი დაიბადა 1974 წლის 24 მაისს თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი, დრამატურგის ხელოვნების ფაკულტეტი. 1996 წლიდან მისი ლექსები, მოთხრობები და პიესები იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. 1998 წელს გამოიცა პიესებისა და მოთხრობების კრებული “კოღო”. 1999 წელს საქართველოს პირველი არხი დგამს რადიო პიესას “კაკაბაძეებში”. 2001 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში იდგმება პიესა “თითით საჩვენებელი”. 2002 წელს შოტლანდიაში, ედინბურგის ტრავერსის თეატრში შედგა “თითით საცვენებელის” ლიტერატურული კითხვა. ამავე წელს სარდაფის თეატრში დგამენ ფრანგი დრამატურგების ჟან-ჟაკ ბრიკერისა და მორის ლასეგის “ინსტინქტს”, რომლის თარგმანი ეკუთვნის ბასა ჯანიკაშვილს. 2003 წლის გაზაფხულზე საქართველოს რადიოს პირველი არხი დგამს რადიო პიესას “თითით საცვენებელი”. 2003 წლის მაისში რუსეთში, თეატრ DOჩ-ში და სანკტ პეტერბურგში, ფესტივალ “ბალტიური სახლის” ფარგლებში შედგა პიესა “მეზობლების” ლიტერატურული კითხვები. ამავე წლის სექტემბერში მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრში, ფესტივალზე “ახალი დრამა”, პიესა “მეზობლები” წარდგენილი იყო საერთაშორისო პროგრამაში. 2003 წელს თავისუფალ თეატრში დაიდგა პიესა “მეზობლები”

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button