თვითგანვითარება

ტანჯვის ერთადერთი ნამდვილი მიზეზი – ბუდიზმის მიხედვით

ბუდიზმის სამყაროში, არსებობს ერთადერთი მიზეზი რაც იწვევს გამუდმებულ პიროვნულ ტანჯვას. ფიქრობთ, რომ ბევრი მიზეზია რას თქვენს განცდებს იწვევს, თუმცა ყველა შეგვიძლია ერთ მთავარამდე ჩამოვალღოთ.

ბუდიზმის 4 კეთილშობილური სიმართლიდან მეორე გვეუბნება, რომ ტანჯვა გამოწვეულია ეგოცენტრული სურვილების გამო. რაც უფრო დამოკიდებული ვხდებით ჩვენს სურვილებზე, მეტად გვიტევს ნაღველი და ვიტანჯებით. ტანჯვის მიზეზს ბუდიზმში samudaya ან tanha ქვია. ის არის სურვილი, რომ ვაკონტროლოთ გარემო და ყველაფერი მივიღოთ, რაც გვინდა.

ტანჯვა იმიტომ გვეწვევა ხოლმე, რომ საკუთარ თავის და გარშემომყოფების მიმართ არარეალისტური მოლოდინები გვაქვს. ჩვენ დამოკიდებული ვხდებით ამ იდეაზე და იმედზე, ამ დროს კი გვავიწყდება სად ვართ ჩვენს ცხოვრებაში. ბოლოს კი საკუთარ თავთან ვმარცხდებით და ვიწვევთ ტკივილს.

ჩვენი განცდების დასასუსტებლად უნდა ვეცადოთ ამ მიჯაჭვულობის დარღვევა. არა-მიჯაჭვული ცხოვრებისას, საშუალება გვექნება მეტად სავსე ცხოვრებით ვიცხოვროთ და გაიზრდება ბედნიერების დონე. არა-მიჯაჭვულობა არ ნიშნავს განცალკევებას. ეს გონიერებაა და დღევანდელი დღის გაცნობიერება.

თუ გსურთ, რომ აღარ იყოთ თქვენს ცხოვრებასა და სურვილებში გაჭედილი, გაუშვით ისინი რაღაც დონეზე და ახალ უფრო ნათელ გზას დაადექით. რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, ეს ბუდისტური კონცეფცია შეგვიძლია ყველამ გამოვიყენოთ. მეტად კონცენტრირებული ვიყოთ არსებულ მომენტზე და ჩვენს ეგოს არ მივცეთ საშუალება, რომ შეგვბოჭოს თავისი სურვილებით.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს შევტოპეთ. ნებისმიერ დროს შეგვიძლია მისგან განთავისუფლება. ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა იმისათვის, რომ უბედურებმა გავატაროთ.

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button