საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან უარი თქვან Huawei-ს აღჭურვილობაზე
2019 წლის მაისში აშშ-ის ხელისუფლებამ Huawei-ს სანქციები დაუწესა ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის გამო. ამის მიუხედავად, წლის განმავლობაში გაიცა რამდენიმე დროებითი ლიცენზია, რამაც Huawei-ს ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობის საშუალება მისცა. გავრცელდა ხმები, რომ ადრე თუ გვიან ვითარება დალაგდებოდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა: შეერთებულმა შტატებმა Huawei და ZTE Corp ქვეყნის ეროვნულ საფრთხედ გამოაცხადა.
მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე ტაივანური კომპანია TSMC კვლავ აწარმოებს Kirin ჩიპსეტებს Huawei-სა და Honor-სმარტფონებითვის, შემდეგ კი თანამშრომლობა შეწყდება. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იქნებიან ევროპის პირველი მსხვილი ეკონომიკები, რომლებიც მზად არიან უარი თქვან Huawei-ს 5G ინფრასტრუქტურაზე.
საფრანგეთის ხელისუფლება არ აპირებს მთლიანად უარის თქმას ჩინური კომპანიის პროდუქტებზე, თუმცა იგეგმება ეროვნული კომპანიების სტიმულირების დაწყება, რათა მათ უარი თქვან Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენებაზე. ამის შესახებ განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსმა გიიომ პუარმა. ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორმა Orange-მა უკვე აირჩია Huawei-ს კონკურენტები – Nokia და Ericsson.
იმავე ქმედებას აპირებს დიდი ბრიტანეთიც. გაერთიანებული სამეფოს პრეზიდენტმა ბორის ჯონსონმა განაცხადა გეგმის შესახებ, რომლის მიხედვით ეტაპობრივად შეწყდება Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენება ბრიტანეთის 5G ინფრასტრუქტურაში. აშშ-ისგან განსხვავებით დიდი ბრიტანეთი ჩინურ კომპანიას არ სდებს ბრალს ჯაშუშობაში, თუმცა ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ Huawei-ს აღჭურვილობა შესაძლოა დაუცველი გახდეს ამერიკული ტექნოლოგიებისგან უარის თქმის შემდეგ.