Hi-Techახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედიატექნოლოგია

აშშ-მა და სამხრეთ კორეამ აამოქმედეს პირველი კომერციული 5G ქსელი

დაგეგმილ ვადაზე ერთი კვირით ადრე კომპანია Verizon-მა აამოქმედა თავისი 5G კომერციული ქსელი, რომელიც მსოფლიოში პირველი უნდა ყოფილიყო. აგრეთვე გაკეთდა სამხრეთკორეული ოპერატორების იმედისმომცემი განცხადება, რომ კომპანია SK Telecom რამოდენიმე შედარებით პატარა კომპანიასთან ერთად გახდებოდა მსოფლიოში პირველი კომერციული 5G ქსელის ოპერატორი. Verizon-მა დააკორექტირა თავისი გრაფიკი, რათა კორეელებისთვის დაესწრო ორი დღით, თუმცა არც სამხრეთკორეელები ჩამორჩნენ და იგივე მოიმოქმედეს. შედეგად, პირველი კომერციული ქსელის გამშვების სახელი ორივე კონკურენტმა (აშშ-მა და სამხრეთ კორეამ) გაინაწილა.

კიდევ ერთმა ამერიკულმა ოპერატორმა – AT&T-მა თავისი მეხუთე თაობის ქსელი სმარტფონებისთვის აამოქმედა მიმდინარე კვირის დასაწყისში, თუმცა კომერციული ექსპლუატაცია მოგვიანებით დაიწყება. სხვათა შორის, ეს კომპანია თავს გამარჯვებულად თვლის 5G შეჯიბრში, რადგანაც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში შესთავაზა 5G ქსელი გარკვეული რაიონების მაცხოვრებლებს.   

image.jpeg

დღესდღეობით მეხუთე თაობის ქსელის გამოყენება შეუძლიათ მინეაპოლისისა და ჩიკაგოს ცალკეული რაიონების მაცხოვრებლებს, რომლებიც ფლობენ დამატებითი უკანა პანელის Moto Mod 5G-ის მქონე სმარტფონ Moto Z3-ს. ეს არის Verizon-ის გეგმის პირველი ეტაპი, რომლის თანახმადაც სერვისი 5G Ultra Wideband 2019 წლის განმავლობაში აშშ-ის 30-ზე მეტ ქალაქში გახდება ხელმისაწვდომი. 

image.jpeg

პირველი მომხმარებლები მიიღებენ ჩამოტვირთვის ტიპურ სიჩქარეს – 450 მბიტი/წამიდან 1 გბიტი/წამამდე, 30 მილიწამიანი შეფერხებით.Verizon-ი პირობას დებს, რომ მიმდინარე წელს გააუმჯობესებს წარმადობას და განახორციელებს ქსელის მოდერნიზებას პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული განახლებების შედეგად. 

ქსელის დაფარვის ტერიტორია კონცენტრირებულია ჩიკაგოსა და მინეაპოლისის ღირსშესანიშნაობების განთავსებისა და ძველი ცენტრების ადგილებში, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად ხალხმრავალ ქუჩებსა და ხშირად მონახულებად ობიექტებში. 5G ქსელის დაფარვის ფარგლებს გარეთ კი მომხმარებლების მოწყობილობები გადაირთვება Verizon 4G LTE საიმედო ქსელზე. 

image.jpeg

კონტრაქტიანი მომხმარებლები, რომელთაც ექნებათ ულიმიტო სატარიფო გეგმები Verizon Go Unlimited, Beyond Unlimited ან Above Unlimited, მიიღებენ შეუზღუდავ წვდომას 5G ქსელზე თვეში დამატებით 10 დოლარად, პირველი სამი თვის განმავლობაში მომსახურებით სარგებლობა უფასოა.  

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button