ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Binance-მა დაადასტურა კრიპტო-ბარათ Swipe-ის ემიტენტის შესყიდვა

კრიპტო ბირჟა Binance-მა ოფიციალურად განაცხადა კომპანია Swipe-ის შეძენის შესახებ, რომელიც სპეციალიზებულია ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული საბანკო სადებეტო ბარათების გამოშვებაზე. 

გარიგების შედეგად Binance-მა მიიღო Swipe (SXP) ტოკენების ნაწილი, რომელთა გამოყენებით ვაჭრობა უკვე ხელმისაწვდომია BTC, BNB და BUSD წყვილებში. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მათი უმრავლესობა ექვემდებარება გრძელვადიან ბლოკირებას. 

თავის მხრივ Swipe-მა დაამატა BNB ტოკენის მხარდაჭერა და მომხმარებლებს წარუდგინა შესაძლებლობა – ივაჭრონ საბანკო ანგარიშებზე მიბმული აქტივებით, ასევე Swift და SEPA სისტემების მეშვეობით. 

BNB-მ შეავსო კრიპტოვალუტების ფართო ჩამონათვალი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი იყო Swipe-ზე. განცხადების თანახმად, ბარათების მეშვეობით შესაძლებელია 50 მილიონზე მეტი ტოკენის დახარჯვა მთელ მსოფლიოში, ტრანზაქციის დროს კრიპტოვალუტა კონვერტირდება ფიატში. 

ამჟამად Swipe ემსახურება ევროპის ეკონომიკური ზონის 31 ქვეყანას. უშუალოდ ბარათებს უშვებს Contis Financial Services Ltd, რომელიც შედის Visa სადაგახდო ქსელში და რეგულირდება დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის სამმართველოს მიერ. 

სამომავლოდ კომპანიის გეგმაშია სერვისის დაფარვის ზონის გაფართოება და მასში ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ქვეყნების ჩართვა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button