გამოკითხვა: ინტერნეტ-მომხმარებლების 66% მხარს უჭერს ციფრული აქტივების დაბეგვრას
ინტერნეტ-მომხმარებლების ორი მესამედი ეთანხმება ციფრული აქტივების დაბეგვრას – მოწმობს სამხრეთკორეული საფულე Childly-ის გამოკითხვის შედეგები, ნათქვამია პრეს-რელიზში.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 5750-მა მომხმარებელმა მთელი მსოფლიოდან. გამოკითხვის შედეგად ჩანს, რომ რესპონდენტების 48% თვლის: ციფრული აქტივები აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს დაბეგვრას, 18% კი მხარს უჭერს ბეგარის დაკისრებას „მისაღებ დონეზე“.
მხარდაჭერის ასეთი მაღალი დონე Childly-ში განმარტეს მომხმარებელთა მხრიდან ციფრული ვალუტების სრული რეგულირებისა და ლეგალიზაციის მოლოდინით.
გამოკითხულთა 9%-მა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ამ საკითხზე საუბარი, 11-მა პროცენტმა კი უარი განაცხადა ციფრული აქტივების დაბეგვრაზე. 14%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.
შეგახსენებთ, რომ The Economist- ის ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად საზოგადოებაში კრიპტოვალუტების ცნობადობა იზრდება, ხოლო 26% ენდობა მათ.