ვაჟა-ფშაველა – ნიჭიერი მწერალი
(არახალიაძველია)
საჭიროდ ვრაცხ ამ თავიდანვე გავაფრთხილო მკითხველი, რადგან სიტყვას „მწერალი“ როცა ვხმარობ, ვიგულისხმებ პოეტს, ბელეტრისტს, დრამატურგს.
ვინ არის ნიჭიერი მწერალი?
ვის დაერქმის ღირსეულად ეს სახელი?
რა ნიშნები ეტყობა უტყუარს ნიჭსა?
მწერალს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი „ენა“ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ეს სახეა მწერლისა, მისი ფიზიონომიაა და, უკეთესად რომ ვსთქვათ, მწერლის სულია. ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალობა, მისი „მე“. ამიტომ ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები თუ ერთი-ორი რამ წაგიკითხავთ წინათ, შემდეგ ხელმოუწერელიც რომშეგხვდეთ, ადვილად იცნობთ, ვის კალამსაც ეკუთვნის.
ამ განსაკუთრებულს დაღს რა ასვამს ნაწარმოებს და რა ჰხდის მას ადვილსაცნობლად?
ეს გახლავთ „ენა“, რაშიაც უხილავად ჩაქსოვილია მთელი მისი სულიერი სიცოცხლე, ავლადიდება. ფესვები მწერლის ენისა, სტილისა, აქ არის ჩაწმახნული. მწერალს უნდა ჰქონდეს საკუთარი ფრაზეოლოგია, საკუთარი სურათები, თუნდაც ისინი სხვის სურათებს ჰგავდეს, მაინცდამაინც თავისებურად უნდა იყოსგამოთქმული. მაშასადამე, ორიგინალობა უნდა ეტყობოდეს, ბეჭედი თავისებურობისა უნდა ესვას.
ეს, ვსთქვათ, გარეგანი ნიშნებია მწერლის ნიჭისა, ხოლო შინაგანი ღირსება ისაა, თუ რა მოვლენანი გაუხდია მას თავის მწერლობის საგნად და რა ღირებულებისააეს მოვლენანი, რამდენად დამოკიდებულია ამ მოვლენებზე ბედი და უბედურობა, სიავე და სიკეთე ადამიანთა სიცოცხლისა, ცხოვრებისა, – და რამდენად ცხოვლად, ნათლად, მკაფიოდ, ძლიერად გვიხატავს ამ მოვლენათ, რამდენად გვიტაცებს, გვიმორჩილებს მისი ნაწარმოები, – ჩვენზე რამდენად ძლიერად მოქმედობს. ყოველი ეს კიდამოკიდებულია იმაზე, თუ მწერალი რამდენად ღრმადაა ჩახედული ცხოვრებაში, რამდენად ესმის საჭირბოროტო კითხვები ამ ცხოვრებისა და რამდენად ძლიერადიგრძნო მათი მავნებლობა, თუ სარგებლობა.
დიაღ, სარგებლობა და მავნებლობა…
ნუ გგონიათ, რომ ამას ანგარიშს არ უწევდეს პოეტი.
თუ სხვაში ყველაფერში, დაბდური, უანგარიშო, დაუდევარია, ამ შემთხვევაში უაღრესად ანგარიშიანობას იჩენს, – იგი ადამიანთა ცხოვრების დარაჯია.
გენიოსების ნაწარმოები რომ განსჭვრიტოთ ამ თვალსაზრისით იქ უფრო ცხადად შეჰნიშნავთ ამას; ესაა მათი დამახასიათებელი, ესაა ღრმა, წამალდაუდებელი, მოურჩენელი წყლული იმათის გულისა. ცხოვრების და ბუნების გარეშე წარმოუდგენელია მწერალი, როგორც ყოველი სულიერი და უსულო არსება; წარმოუდგენელიანიჭიერი მწერალი, გენიოსი უიმისოდ, რომ იმას არ აწუხებდეს ტკივილი ადამიანთა ცხოვრებისა.
თუ ამას მოკლებულია, იქ ნიჭს რა ესაქმების? იგი მაშინ მკვდარი, არარაობაა.
შეიძლება გენიოსების ნაწარმოებში ეს ადამიანთა ცხოვრების ტკივილები მკითხველს თვალში არ ეჩხირებოდეს, როგორც რეკლამა, მაგრამ, აბა, მოჩიჩქნეთ, ღრმადმოუთხარეთ, ჩაიხედეთ კარგად, რაოდენ ცრემლის ზღვას დაინახავთ, ადამიანთა უბედურებისა გამო დანთხეულს!
რამდენადაც დიდი ნიჭის პატრონია მწერალი, მით უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ცხოვრებასთან, მის მწვავე საკითხებთან.
გენიოსი სდუღს, იხარშება ამ წუთისოფლის გაჩაღებულ ქურაში და იმავე დროს ეს წუთისოფელიც სდუღს და ნახევრად მოხარშულიცაა იმის გულში.
გენიოსს არ შეუძლიან იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად, მესამედად ან მეოთხედად, არამედ ჰგრძნობს მთლად, ერთობლივ; არ შეუძლიან აგრეთვე იგრძნოსდაბალი, მცირე ღირებულების საკითხები, რომლებიც დაახლოებულნი არ არიან კაცობრიობის ცხოვრების ღერძთან.
გენიოსთა ნაწარმოები ეროვნულ ნიადაგზე და ხშირად ეთნოგრაფიულზეა აღმოცენებული, მაშასადამე – კერძო თვისებისა ზოგადი, საკაცობრიო ხდება დაერთნაირად საყვარელია ყველა ადამიანისათვის, რომელ ეროვნებასაც უნდა ეკუთვნოდეს იგი…
ნიჭიერი მწერალი ექიმია ცხოვრებისა და, თუ მწერალთა შორის სხვადასხვაობა იბადება, სხვადასხვა წამლის მიწვდა სნეულისათვის, ეგ ნიჭის დაინდივიდუალობის ბრალია.
ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებს სამი უმთავრესი მიმართულება ეტყობა, თუ კარგად დავუკვირდებით: პირველი ის, რომ ჩვენ მონანი ვართ ცხოვრების პირობებისა, უძლურნი ვართ მის წინაშე, – არ არსებობს თავისუფალი ჩვენი ნება, – ყოველი უბედურება ჩვენს თავს: უსამართლობა, უზნეობა, სიღარიბე, ყოველგვარი ცდომილება– ამპირობების ბრალია.
მეორე მიმართულება გვიკარნახებს, რომ აქ ცხოვრების პირობები არაფერ შუაშია და, თუ ჩვენ, საზოგადოების წევრნი, პირადად არ გავუკეთესდებით, ათასი კარგიპირობებიც რომ შევქმნათ, მაინც არაფრად ვევარგებით, უბედურები ვიქნებით, მაინც უსამართლობას, საწყლობას, უსწორმასწორობას თავიდან ვერ ავიცილებთო.
მესამე მიმართულება, აერთებს რა პირველ ორ მიმართულებას, ე. ი. ცხოვრების პირობათა ძლიერებას იღებს მხედველობაში, პიროვნებათა, ინდივიდთაგაუმჯობესებას მეტს ღირებულებას, მეტს მნიშვნელობას აძლევს.
აი სასწორი და საზომი, რომლითაც მწერალნი ჰზომენ და სწონენ ცხოვრების მოვლენათა.
აღზრდისა, პირველ სიყმაწვილის შთაბეჭდილებათა ბრალია, რომ ზოგი პოეტი საგმირო მოვლენათ დაჰმღერის, მეორე ბუნებას, მესამეს თავის საგნად მდაბიო ხალხისცხოვრება გაუხდია და სხვ.
აქედან წარმოსდგება თვისება, მიმართულება ნიჭისა, ხოლო სიღრმე აზრისა და გრძნობისა ნიჭის ძლიერებაზე, მის განვითარებაზეა დამოკიდებული. ერთსა დაიმავე საგანზე, თემაზე, ყველა პოეტი ერთსა და იმავე ღირსების თხზულებას ვერ დასწერს და ეს შეიძლება მოხდეს იმის გამო, რომ საგანი მისის ნიჭის, შემოქმედებისსაზღვრების გარეშეა, არ შეესაბამება მის ნიჭსა და, თუ შეესაბამება, სუსტი ნაწარმოების დამწერი სუსტის ნიჭის პატრონად უნდა ვაღიაროთ.
ახალგაზრდა ნიჭს, რომელსაც ჯერ გზა ვერ გაუკვლევია, ბნელში ხელებს აფათურებს, ტირილზე ტირის, სიცილზე იცინის, ხოლო არ იცის, ვერ ჰხედავს ტირილიმგლისაა, თუ ცხვრისა, სიცილი კეთილ ადამიანებისაა, თუ ავაზაკთა, ხშირად მისდევს მოდას, ბრბოს, დროების გემოვნებას, ჰღალატობს თავის ნიჭს, იმ ფესვებს, რომლებზედაც აღმოცენდა მისი ნიჭი და შემოქმედება.
ამ შემთხვევაში მას დახმარება კრიტიკამ უნდა გაუწიოს, დააყენოს შესაფერ გზაზე.
დიდი საქმეა მწერლისათვის, სცნობდეს იგი თავის ფესვებს; დიდი საქმეა მცენარისათვის, ერთს ალაგას იდგეს და მის ფესვებს არავინ სჩიჩქნიდეს და ერთი ადგილიდანმეორეზე და მესამეზე არ გადაჰქონდეთ, ხოლო ფესვები მწერლისა მის სიყრმის დროის სიცოცხლეშია გართხმული. იქ, სწორედ იმ მომენტიდან იწყება ამ ფესვების ზრდა, როცა პირველად მწერლის ნიჭი გაიღვიძებს, ცხოვრების, ბუნების შთაბეჭდილებათა წყალობით, როცა ის ან “„ვაის“ წარმოთქვამს, ან „უის“…
სიყმაწვილის შთაბეჭდილებანი უკვდავია ადამიანის გულში საერთოდ, მით უმეტეს ნიჭიერი ადამიანისა, და ნიჭის სათავე და დასაწყისიც სწორედ იქ არის. პირველად პატარა ყლორტი ამოვა და, თუ არაფერმა შეუშალა ხელი, თანდათან ზრდას იწყებს და დიდ ხედ გაიზრდება. ასე სწარმოებს ნიჭის განვითარებაც.
ეს სიყმაწვილის შთაბეჭდილებანი ასმევენ პოეტს შემოქმედების ნექტარს. დარწმუნდით, რომ სიყმაწვილის შთაბეჭდილებათა ბრალია, რომ შექსპირებმა დარუსთაველებმა გაგვაგონეს ხმები „გულისა გასაგმირონი“.
დიდად საჭიროა მწერლისათვის პატრიოტიზმი, თავის ენის და ერის სიყვარული.
როგორ შეიძლებოდა, თქვენვე იფიქრეთ, რუსთაველს მონგოლურად ან არაბულად ეფიქრა, ეგრძნო და ისე დაეწერა “ვეფხისტყაოსანი?” ან დიდი მცოდნეც რომყოფილიყო მონგოლურის და არაბულის ენებისა და იმათ ენაზე დაეწერა თავის უკვდავი ნაწარმოები, ის იქნებოდა, რასაც დღეს ვხედავთ? არც მესამედი!
პოეტისათვის ისევ საჭიროა უყვარდეს თავისი ერი და ამ სიყვარულს იმდენივე მნიშვნელობა აქვს მისთვის, რამდენიც ორთქმავლისათვის ორთქლსა, როგორცუორთქლოდ მანქანა არ დაიძვრის, ისე პოეტის შემოქმედება დუნეა, თუ იგი ამ სიყვარულმა არ აამოძრავა, აღშფოთება არ შთაბერა მას.
დედა-ენა, მისი სიტყვების აკინძვა, მისი მიმოხვრა ერთნაირი ამამოძრავებელი ძალაა და ზეშთაბერვა, პოეტის აღმაფრთოვანებელი მუსიკა, მისთვის ძალ-ღონისმიმცემი თვით წერის დროს, მეორე მუზაა. თუ პირველი მარცხნივ უდგა და აზრს უკარნახებს, მეორე მარჯვენას უმშვენებს და ნაწარმოების ფორმას აძლევს.
წინდაწინვე განსაზღვრა ფორმის ნამდვილი პოეტისათვის ყოვლად შეუძლებელია, ფორმა უნდა მოჰყვეს თვით ნაგრძნობს და ნააზრევს. ნამდვილად ნაგრძნობსსაგანს და ნაწარმოებს თან მოჰყვება ფორმა. როცა კი მწერალი კალამს ხელს მოჰკიდებს და ფორმის წინასწარ პლანის შედგენას, ძალდატანებას თვით შეუდგება, ნაწარმოების სისუსტის მომასწავებელია.
მკითხველი მხოლოდ მაშინ წამოიძახებს პოეტის ნაწარმოებზე: „რა კარგია, რა მშვენიერებააო“, როცა სურათი, რომელიც მან დახატა, ისეთს სულიერს ტკივილებსაგრძნობინებდა მწერალს, როგორც ფიზიკური ტკივილი გულისა, თავისა, მთელის სხეულისა. ეს კი მოხდება მაშინ, როცა გულში მოხარშული სურათი ჩუმადმუჯლუგუნებსა სცემს პოეტს: „ჩქარა, ქაღალდი და კალამი, დამხატე, გააცანი ჩემი თავი ადამიანთაო“. სურათის ქმნა პოეტის გულ-გონებაში მშობელ ენაზე სწარმოებს, ჩუმად, ყრუდ…
პოეტები თუ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მიმართულებით, წერის საგანთა შერჩევით, ბევრშიაც ჰგვანან ერთიმეორეს: უყვართ სილამაზე, რომელსაცუსათუოდ ქალის სახით წარმოიდგენენ, – ბუნება, გმირობა, თავდადება, ხასიათის სიმტკიცე, საზოგადოდ ალტრუისტული მისწრაფებანი, და სძულთ ძალმომრეობა, ადამიანისა ადამიანის მიერ დაჩაგვრა, მონობა და ზნეობრივად დაცემა საერთოდ.
ვინ არის ნიჭიერი მწერალი?
ვისაც დიდად უყვარს ადამიანი, დიდად მოწადინებულია გააბედნიეროს იგი, ვისაც დიდად უყვარს ცხოვრება და ენიაზება მისი გაუკეთესება, ამისათვის საჭიროადიდი გრძნობა, დიდი ცოდნა ადამიანის სულისა და მისი ცხოვრებისა.
იგია ნიჭიერი მწერალი, ვინც, რასაც თავად ჰგრძნობს და ჰფიქრობს, აქვს უნარი სხვასაც ისე აგრძნობინოს და აფიქრებინოს, ვისშიაც ძლიერად სჩქფს ეროვნულისისხლი, ვინაიდან ეს უმთავრესი ფესვია იმის შემოქმედებისა; ეს, როგორც ქართველი ერი ამბობს, „ალალი რძეა დედისა“, და, ნუ ჰგონია ვისმე, – უამისოდ ნაყოფიგამოიღოს მისმა ნიჭმა.
ვინ არის ნიჭიერი მწერალი?
ვისი ნაწარმოებიც, რამდენჯერაც უნდა წაიკითხო, მით კიდევ მადას გიღვიძებს ახლად წაკითვისას. მაშასადამე, ნაწარმოებში უნდა იყოს ჩაქსოვილი უკვდავიჭეშმარიტება, სამარადისო მშვენიერება…
ვინ არის ნიჭიერი მწერალი?
ვისაც სიცილიც ნამდვილი ბუნებრივი, მართალი სიცილია და ვისი ტირილიც, ცრემლი, ნამდვილი ცრემლია და არა რაღაც წყალწყალა სითხე, – ვისაც, როცაუკანასკნელი წამი დაჰკრავს და სამარეში ჩაეშვება მწერლის გვამი, ჩანგი თან ლოცვა-კურთხევას ჩააყოლებს და არა სამდურავსაც: ყალბი იყავ და ყალბად მაჟღერებდიო!
1910 წ.