ესელიტერატურასაკითხავი

ვაჟა-ფშაველა – ენა

მცირე შენიშვნა)

ამ ბოლო ხანს ჩვენს საზოგადოებაში მასლაათის დროს და გაზეთებშიაც შევხვდებით სამდურავს ქართულის ენის შებღალვისა გამო. თუ საქმესჩავუკვირდებით, ამ სამდურავს საფუძველს ვუპოვით. ყველა ჩვენგანს სწავლა მიუღია უცხო ენის მეოხებით, უცხო ენაზე დაწერილს წიგნებით გვივარჯიშებიაყველას ჩვენი გონება და, უეჭველია, ამ გარემოებას ის შედეგი მოჰყვებოდა, რასაც ვხედავთ. ეს არაა საკვირველი, არამედ ისა, ქართულად ვფიქრობდეთ დაქართულად ისე ვწერდეთ… მაინც და მაინც როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმს. ჩვენი გამოჩენილი და გამოუჩენელი მწერლები ერთობლივ უცხო მწერლობითარიან ნაკვებნი, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად საზარალო არ ყოფილა ეს ამბავი, ზოგისთვის ძალიან ღრმად დაუსვამს დაღი, მეორისათვის ნაკლებად… ამიტომ არ შეგვიძლიან ყველა ჩვენს მწერლებს ენის უცოდინარობა ვუკიჟინოთ. თუმცა ისეთი მწერლებიც გვეპოვება, რომ ორმოცი წელია ჰმოღვაწეობენ, ორმოცი წელია, რაც სწერენ ქართულად, და დღესამომდე ვერ მიუგნიათ ქართულის ენისათვის.
რას ჰქვიან ენის ცოდნა. რასაკვირველია, არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ, უნდა ისიც გვესმოდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთიმეორეს და წინადადება როგორ ავაშენოთ. ამისათვის საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება; ამ შეგნებისათვის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომთვით მწერალს უცემდეს ქართულად გული და მაჯა. ამისთანეები სიტყვაკაზმულ ნაწარმოების ავტორთა შორის უნდა ვეძებოთ. უსათუოდ საუკეთესო მგოსანიენის მცოდნედაც უნდა მივიღოთ რისთვის? მისთვის, რომ ერი უპირველეს ყოვლისა დედაა ენისა, ხოლო საუკეთესო მგოსანი, როგორც თვით ენა, ღვიძლიშვილია მისივე და არვინაც არ არის თავისს მშობელთან ისე დაახლოვებული, როგორც ის, ვისაც შეუთვისებია მშობლის სისხლი და ხორცი. მწერლის ნიჭისმიხედვით რომ ვაფასებდეთ მის ენას, მაშინ ყველა ჩვენგანი არ წამოაყენებდა საკუთარს ენას მისაბაძავ საგნად.
თქვენს უმორჩილესს მონას, ამ წერილის ავტორს, ხშირად გამიგონია ზოგიერთის ჩვენის მწერლისაგან სამდურავი – დაძველებული, უვარგისი ფორმებინუ შემოგაქვს მწერლობაშიო. რაც დაძველდა, აღარ ვარგა, ის უნდა გავიტანოთ და სანაგვეზე გადავაგდოთო. ყველას თავისი გემოვნება აქვს, საკუთარი ფიქრიდა აზრი და მეც ჩემი, რასაკვირველია. ამისთანა სამდურავი, რა თქმა უნდა, უმეცრების ბრალია და, ხომ მოგეხსენებათ, უმეცრებასავით თამამი არა იქნება რა. არა მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს, ისე როგორც მდინარე და ენა. რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმითი, რომ, რაც ერთხელ მდინარეს გემო დათვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს; მიმდინარეობს იმ ჟამთა ამ ჟამამდედაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგუბება, ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს…
დიაღ, მოდის ენაც მდინარესავით, მაგრამ თუ სათავეში, ე.ი. იქ, საიდანაც იბადება, არ დაშრა, ქვეით, ბოლოდგან მისი დაშრეტა ყოვლად შეუძლებელიადა ძალაც სწორედ რომ სათავეშია, გამომდინარეობს ულევლად, უკლებლად; საიდგან და როგორ იკრებს ამ ძალას, ჩვენთვის სულ ერთია. ენის საქმეც სწორედასეა. ქართული ენა გუშინ მოგონილი ხომ არ არის! იგი ძალიან დიდი ხნისაა, უკვე დამთავრებული, დახარებული ვაჟკაცია. რაც ხასიათი და თვისებადაჰყოლია, იგივე შეჰრჩება საზოგადოდ, საუკუნოდ. თუ ზოგიერთების ხელში იგი თავის ხასიათს ვერ იჩენს, ეს იმათი ბრალია, ვინც მას ამღვრევსუწმინდურებისა და ნაგავ-ნუგავის ჩაყრით, ვისაც ჰსურს ამ მდინარის წყალი იგემოს და დააფასოს იგი, ბოლოში, სადაც მღვრიე მოდის, კი არ ამოჰკრეფს, არამედ სათავეს მიჰმართავს. სათავე ენისა, ვგონებ, ყველამ კარგად იცის, სად არის, ან რა არის… ეს სათავე ენისა გახლავთ ძველთა ნიჭიერ მწერალთანაწარმოებნი, ის ქართული თემები, სადაც დღევანდლამდე შენახულა შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული ენა. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ნიჭიერმწერლებად და ენის მაგალითად ჩვენთვის მხოლოდ ორი მწერალი კმარა – შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი, გაურყვნელის ენით მoსაუბრედ კიდევმთიელნი, რომლებთანაც მე მაქვს დამოკიდებულება, და ამ გაკიცხულის ფორმებსაც იმათგან ვიძენ, ნუ გგონიათ ფორმებს ვთხზავდე, ღმერთმა დამიფაროს! რაარის აქ საწყინო? შემოტანა მრავლის ფორმებისა, თუ კი სადმე მოგვეპოვება, კაი ნიშანი მგონია, ხოლო ფორმების გატანა და შემცირება – ერის გალახვად, შეურაცხყოფად, დამცირებად მიმაჩნია.

1901 წ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button