13 ადგილი, სადაც შეიძლება საინტერესო ფოტოების გადაღება მოძრაობისას
ფოტოგრაფების უმეტესობა ცდილობს გადაიღოს მაქსიმალურად ზუსტი ფოტოები.მაგრამ არსებობს უფრო საინტერესო მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ფოტოების გამრავალფეროვნებაში – მოძრავი ობიექტების გადაღება. გთავაზობთ 13 ადგილს, სადაც შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარება მოძრავი ობიექტების გადაღებისთვის.
მატარებლები. შეეცადეთ გადაუღოთ ფოტო ადამიანს, მოძრავი მატარებლის ფონზე. და თქვენ შეძლებთ შექმნათ ადამიანის სტატიკური გამოსახულების და მოძრავი მატარებლის კონტრასტი.
სანაპირო. სანაპირო ეს არა მხოლოდ ლამაზი ობიექტია ფოტოგრაფიისთვის, არამედ ასევე არის ადგილი, სადაც შეიძლება მიიღოთ შთამბეჭდავი ფოტოები, რომლებიც გადმოსცემენ მოძრაობას. ტალღების მიერ გარეცხილი ქვების ან ქვიშის. შეიძლება ასევე მიიღოთ ნისლის საინტერესო ეფექტი.
სანაპიროზე ყოფნისას მთელი ყურადღება არ გაამახვილოთ მხოლოდ წყალზე. არ დაივიწყოთ ადამიანებზე, რადგანაც სადაც არიან ადამიანები, იქ არის მოძრაობაც.
მოტრიალე ბავშვები. ბევრ ბავშვს შეუძლია იტრიალოს ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, მთელი დღის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ საინტერესო კადრი ამის წყალობით.
სათამაშო მოედნები. ჩვეულებრივ სათამაშო მოედნებზე არის ბევრი საგანი, რომლებიც კარგად გამოდგებიან ფოტოფრაფიისთვის.
ველოსიპედი. ველოსიპედები ასევე წარმოადგენენ ფართო ველს ექსპერიმენტებისთვის.
მანქანები. როგორც ველოსიპედები, ასევე მანქანები, შეგვიძლია გადავიღოთ სხვადასხვა რაკურსით. შიგნიდან, გარედან. გააკეთეთ ექსპერიმენტები და მიიღეთ უფრო მეტად ორიგინალური ფოტოები
გასართობი პარკები. გასართობი პარკები გვაძლევს საშუალებას, გადავიღოთ საინტერესო ფოტოები, როგორც დღის ისე ღამის განმავლობაში. ღამით ფოტოები იქნება საინტერესო და გამაცვიფრებელი, განათების ხარჯზე.
ცეკვები. იმის მიუხედავად, თუ სად იქნება გადაღებული ფოტო, დისკოთეკაზე, შეჯიბრებებზე, საღამოებზე – ცეკვა ეს არის მოძრაობა, რომლის გამოყენებითაც შეგვიძლია მივიღოთ საინტერესო კადრები.
ჩიტები. ჩიტები საინტერესო ობიექტს წარმოადგენენ ყველა ვარიანში, როგორც მოზრაობაში, ისე სტატიკურ სტილში. მაგრამ, თუ თქვენ ფოტოს მოძრაობაში იღებთ, ფოტოს მეტ სიცოცხლეს ანიჭებთ.
ვარსკვლავები. როცა აპირებთ მოძრავი ობიექტის გადაღებას, ვარსკვლავებზე შეიძლება ყველაზე ბოლოს იფიქროთ. მათი მოძრაობა არ ჩანს ცაზე შეხედვისას. თუმცა ეს ერთ-ერთი ობიექტია გადაღებისთვის, რის წყალობითაც შეგიძლიათ მრავალფეროვანი გახადოთ ფოტოები.
ესკალატორები. ესკალატორები თითქმის სულ მოძრაობაში არიან და გვაძლევენ საშუალებას გადავიღოთ საინტერესო ფოტოები, როგორც დღისით, ასევე ღამით.
ქოლგები. გადაღების ობიექტმა გახსნას ქოლგა და დაიწყოს მისი ნელა ტრიალი.
ქუჩები. თუკი დაგიმთავრდათ მოძრავი საგნები, რომლებიც შეიძლება გადაიღოთ, უბრალოდ გადით ქუჩაში და მოძრავი ობიექტები გექნებათ იმდენი, რამდენიც სულს გაუხარდება, დროა დაიწყოთ ექსპერიმენტები.