წამყვანი ბრაუზერებიდან Opera-მ პირველმა დაამატა დეცენტრალიზებული დომენის მხარდაჭერა
სტარტაპ Unstoppable Domains-თან თანამშრომლობის წყალობით Opera-მ მომხმარებლებს მისცა წვდომა დეცენტრალიზებულ ვებ-რესურსებზე.
პარტნიორობის შედეგად ბრაუზერმა განახორციელა დომენების გაფართოება .crypto-ს ინტეგრაცია, რომელიც წარმოდგენილია ზემოთხსენებული სტარტაპის მიერ. ამგვარი ფუნქცია საშუალებას იძლევა Android-ისთვის განკუთვნილ აპლიკაციებში მომხმარებლებმა დაათვალიერონ დომენის ვებ-გვერდები, ასევე განახორციელონ კრიპტოსავალუტო გადახდები.
„მსხვილმა ბრაუზერმა პირველად ჩართო იმ დომენების მხარდაჭერა, რომლებიც არ წარმოადგენს DNS-ის ნაწილს“ – აცხადებენ Unstoppable Domains-ში.
სტარტაპის თანახმად ბლოკჩეინ-დომენები ინახება მფლობელების და არა რეგისტრატორი კომპანიების მიერ. დეცენტრალიზებული ვებ-გვერდები განთავსებულია პირინგ-ქსელებში და არა ქლაუდ-სერვისებში. ეს კი საშუალებას იძლევა განხორციელდეს ტრანზაქციები შუამავლების გარეშე და თავიდან იქნას არიდებული ცენზურა.
Unstoppable Domains-ის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ინტერნეტს ზღუდავენ, შეუძლიათ წვდომა დაბლოკონ დეცენტრალიზებულ ვებ-რესურსებზე. ჩვეულებრივი ვებ-გვერდების მსგავსად მათი გასხნა შესაძლებელი იქნება VPN-ის ან სხვა მსგავსი გადაწყვეტილების მეშვეობით.
გასული წლის ოქტომბერში Opera-მ დაამატა Bitcoin-ანგარიშსწორების მხარდაჭერა Android-ვერსიაში.