პიტერ ბრანდტი მიმდინარ კრიზისს Bitcoin-ისთვის „იდეალურ შტორმს“ უწოდებს
ცნობილი ტრეიდერი და ანალიტიკოსი პიტერ ბრანდტი თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისი გადამწყვეტია Bitcoin-ისა და საერთოდ კრიპტოვალუტების ინდუსტრიისთვის.
ბრანდმა დაწერა, რომ Bitcoin-ს „დიდი პრობლემები“ შეექმნება, თუკი ვერ მოახდენს ზრდის დემონსტრირებას ტრადიციული ფინანსური ბაზრების ვარდნის ფონზე.
ამგვარი მოსაზრება ანალიტიკოსმა გამოთქვა მას შემდეგ, რაც Morgan Creek Digital-ის წარმომადგენელმა ჯეისონ უილიამსმა დაუსვა შეკითხვა, თუ როგორ აფასებს Bitcoin-ის მდგომარეობას ბოლო პერიოდში.
პიტერ ბრანდტმა შეაფასა ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარება და განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესი 1930-იან წლებში გამოშვებულ „დროის კაფსულაში“ იმყოფება. მან პარალელი გაავლო „დიდი დეპრესიის“ პერიოდთან, როდესაც ეკონომიკური კრიზისის ფონზე უმუშევრობის დონემ აშშ-ში რეკორდულ მაჩვენებლამდე – 26.7%-მდე აიწია.
მას შემდეგ, რაც ფედერალური რეზერვების ფონდმა განაცხადა, რომ აპირებს გააგრძელოს „შეუზღუდავი“ რაოდენობრივი შემსუბუქების პოლიტიკა სანამ ეკონომიკა არ გაჯანსაღდება კოროვირუსული პანდემიის შედეგად გამოწვეული შოკისგან, Bitcoin-მა ზრდა დაიწყო და დაახლოებით 7 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა მალე პირველი კრიპტოვალუტის ფასმა კვლავ დაიწია – პარასკევს ღამით მცირე დროით BTC-ის ღირებულება 6,700 – დან 6,200 დოლარამდე ჩამოვიდა, შაბათს კი ფასი 6 ათასდოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ვარდნა გაგრძელდეს დაახლოებით 4000 აშშ დოლარის დონემდე.