სმარტფონების მწარმოებელი 5 ყველაზე პოპულარული კომპანია ექსპერტების აზრით
2019 წლის ბოლო კვარტლის შეჯამების შედეგად ანალიტიკური სააგენტო Counterpoint Research-ის ექსპერტებმა დაასახელეს ხუთი ყველაზე პოპულარული ბრენდი, რომელიც აწარმოებს სმარტფონებს. რეიტინგი შედგა მაღაზიებში სმარტფონების მიწოდების შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე, ფაქტობრივად გამოშვებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით.
რეიტინგის ტოპ-ხუთეულში შევიდა:
Apple – 18%
Samsung - 18%
Huawei (Honor-თან ერთად) -14%
Xiaomi – 8%
Vivo - 8 %
როგორც ვხედავთ Apple-სა და Samsung-ს, ასევე Xiaomi-სა და Vivo-ს მსგავსი შედეგები აქვთ და უმნიშვნელოდ განსხვავდებიან მონაცემებით. მათ შორის კი მყარი პოზიცია უჭირავს კომპანია Huawei-ს იმ პროდუქციის გათვალისწინებითაც, რომელსაც აწარმოებს მისი შვილობილი ბრენდი Honor.
აღსანიშნავია მოცემულ რეიტინგში საკმაოდ ახალგაზრდა ბრენდ Vivo-ს მოხვედრა, მან ზემოთხსენებულ პერიოდში განახორციელა დაახლოებით 31 500 000 სმარტფონის მიწოდება.
2019 წლის მეოთხე კვარტალში მაღაზიებში გაგზავნილ იქნა სხვადასხვა კომპანიის წარმოებული 401 მილიონზე მეტი სმარტფონი, რაც 2%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.