აშშ-ის კონგრესს აქვს წინადადება – ეკონომიკური სტიმულების პაკეტში ჩაერთოს ციფრული დოლარი
დემოკრატების კანონპროექტი ეკონომიკის მხარდასაჭერად კორონავირუსული პანდემიის პირობებში ითვალისწინებს დოლარის ციფრული ვერსიისა და საფულის შექმნას მასტიმულირებელი გადახდების უზრუნველყოფისთვის.
კანონპროექტის ამჟამად არსებული ვერსია ჯერ არ გამოქვეყნებულა და ცვლილებები კვლავ შევა მასში. ციფრული დოლარის ჩართვამ ცხარე დისკუსია გამოიწვია საფულეების ინფრასტრუქტურის კუთხით. ავტორები აღიარებენ, რომ საუბარი არ ეხება კრიპტოვალუტის შექმნას ან ბლოკჩეინის გამოყენებას.
დოკუმენტის თანახმად ციფრული დოლარი განისაზღვრება, როგორც „ბალანსი, რომელიც გამოხატულია დოლარებით და მოიცავს ციფრული საბუღალტრო წიგნების ჩანაწერს, რომელიც აღირიცხება, როგორც ვალდებულებები ნებისმიერი სარეზერვო ფედერალური ბანკის ანგარიშებზე.”
მეორე განმარტების თანახმად ეს გახლავთ აგრეთვე „ღირებულების ელექტრონული ერთეული, რომელიც ექვემდებარება შესაბამის ფინანსურ დაწესებულებებს“.
ციფრული დოლარის საფულე კანონპროექტში ამგვარად განიმარტა:
„ციფრული საფულე ან ანგარიში, რომელსაც ემსახურება ფედერალური რეზერვების ბანკი ნებისმიერი პირის სახელით. იგი წარმოადგენს აქტივს ან სერვისს ელექტრონულ მოწყობილობაში, რომელიც გამოიყენება ციფრული დოლარების შესანახად. ხსენებული დოლარები დაკავშირებული იქნება პირის ციფრულ ან ფიზიკურ მოწმობასთან“.
დოკუმენტში აგრეთვე მოხსენიებულია „ტრანზიტული საფულე ციფრული დოლარებისთვის“. მასში მოიაზრება „ციფრული საფულე ან ანგარიში, მას ემსახურება კვალიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს გაერთიანებული სარეზერვო ბალანსის წილის უფლება“.
კვალიფიცირებულ ფიზიკურ პირად კანონმდებლები მიიჩნევენ ნებისმიერ პირს 16 წლის ზემოთ, გარდა აშშ-ის პრეზიდენტისა.
საფულის ბოლო ტიპი განკუთვნილი იქნება ხელისუფლებისგან მასტიმულირებელი გადახდების მიღებისთვის. ეს საფულეები დაცული იქნება ფედერალური სარეზერვო ფონდის სარეზერვო ბანკების მიერ ცალკეული იურიდიული პირების მეშვეობით.
კანონპროექტი ბანკებს აძლევს რეკომენდაციას – დაუყოვნებლივ გახსნან მსგავსი ტრანზიტული საფულეები ციფრული დოლარებისთვის ონლაინ-რეჟიმში ან უშუალოდ სატელეფონო კავშირის საშუალებით.
ბანკებს არ შეუძლიათ მათზე რაიმე სახის მოსაკრებლის დაწესება და ვალდებულნი არიან წარადგინონ ფუნქციები, რომლებიც არ ჩამორჩება ფინანსურ ბაზრებზე არსებული წინადადებებისგან.
დოკუმენტში მითითებულია ვადა 2021 წლის 1 იანვრამდე, ამ პერიოდამდე უნდა შეიქმნას ტრანზიტული საფულეები ყველა მოქალაქისა და აშშ-ს რეზიდენტ კომპანიებისთვის.