იაკობ გოგებაშვილი – საჭირო შენიშვნა
(ბ-ნ სარიძის წერილის გამო)
ამას წინად ბ-ნმა სარიძემ დაბეჭდა “ივერიაში” პატარა წერილი ქართულის სახელმძღვანელოების შესახებ და, სხვათა შორის, სთქვა: “ბუნების-კარის” ხმარების ნებას აღარ აძლევენ სკოლებშიო”. ეს სიტყვები მოკლებულია სიმართლეს. “ბუნების კარის” ხმარების დაშლა აზრადაც არავის მოუვა, რადგანაც ამ წიგნს მისჯილი აქვს უმაღლესი ხარისხი მოწონებისა უმაღლესის ინსტანციისაგან – განათლების სამინისტროსაგან, რომელმაც დაადგინა: “Книгу “Бунебис кари” рекомендовать, как прекрасное руководство по грузинскому языку для народных школ и прогимназических классов”. აგრეთვე მოწონებულია იგი რამდენჯერმე უწმინდესის სინოდისგან, რომელიც თავისის საკუთარის ფულითაც-კი ჰყიდულობს მას სკოლებში გასაგზავნად. ამისათვის “ბუნების კარი” თავისუფლად იხმარება ყოველ გვარს სკოლებში, როგორც საეროში, ისე სასულიეროში, რის გამოც ყოველ წლივ მატულობს მისი გასავალი. წარსულს წელში, მაგალითად, იგი გაიყიდა ბევრად მეტი წინანდელს წლებზედ და ორი ათასს გადააცილა.
მართალია, იგი აღარ იგზავნება დირექციების მხრივ ერთკლასიანს სასოფლო სკოლებში და მხოლოდ ორ-კლასიანებს მისდით, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ერთ კლასიანის სკოლებისათვის საკმარისად მიაჩნიათ ამ ჟამად ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი და მეორე წიგნს მეტ ბარგად ჰრაცხვენ, რა სახელიც უნდა ერქვას, ამ მეორე წიგნს და რა შინაარსისაც უნდა იყოს იგი. “კურსი მოკლეა, მეტს დროს ვერ მოვახმარებთ ქრთულს ენასა ერთს კლასიანს სკოლებშიო, ხალხსაც უძნელდება ორის წიგნის ყიდვაო”, ამბობენ.
ამ სახით, ქართული პირველი საკითხავი წიგნი სკოლათა უმრავლესობისათვის არის უკანასკნელიც, აქედგან ცხადია, თუ რა უდიდესი მნიშნველობა აქვს ჩვენის ხალხისათვის სივრცეს და ღირსებას ქართულის ენის თავდაპირველ სახელმძღვანელოსას. თუ იგი ღატაკია და უგუნური, ხალხის განათლებას ძრის გამოუთხრის და გააუქმებს, რადგანაც ამისთანა წიგნი ვერ ასწავლის ხეირიანად ვერც კითხვას, ვერც წერას და ვერც შესაბამ საზრდოს მიაძლევს გონებასა და გულს ბავშვისას. წინააღმდეგ ამისა, თუ იგი სახელმძღვანელო ვრცელია და მდიდარი შესაბამის შინაარსით, იმდენად შეასწავლის ბავშვებს ღვიძლს ენას, იმდენად გამართავს წერა-კითხვაში და იმდენად განუვითარებს გონებას, რომ მის გათავების შემდეგ თავის თავად შეეძლებათ შეუდგნენ მდაბიო წიგნეის კითხვას და ქართულს ლიტერატურას დაწაფმნენ. აი ამ გარემოებაზედ უნდა იზრუნოს ყველამ, ვისაც კი გული შესტკივა ხალხის განათლებისათვის.
ჩვენის მხრივ საჭიროდ დავინახეთ კიდევ უფრო გავადიდოთ “დედა-ენა” და სამი ახალი განყოფილება შევიტანოთ შიგ: პირველად, დასურათEბული პატარ-პატარა ამბები საქართველოს საეკლესიო და საერო ისტრიიდგან, სადაც იხატება თავდადებულობა სარწმუნოებისა, მეფისა და მამულისათვის, – მეორედ, პატარა-პატარა ამბები საქართველოს საეკლესიო და საერო ისტორიიდგან, სადაც იხატება თავდადებულობა სარწმუნოებისა, მეფისა და მამულისათვის, – მეორედ, პატარ-პატარა დასურათებული მოთხრობები იმ ცხოველების შესახებ, რომელნიც სასარგებლონი არიან, ან მავნებელნი ჭირნახულისატვის, დამატებით სხვა ელემენტარულ სამეურნეო ცნობებისა, და ბოლოს, პრაქტიკული ვარჯიშობანი ქრთული გრამატიკიდგან. წიგნი, რასაკვირველია, ბევრად გადიდდება, მაგრამ ფასი კი ეხლანდელი დარჩება. ამ სივრცის “დედა-ენა” სულს ორ წელიწადს ეყოფა იმ სკოლებს, რომელნიც ბედნიერნი არიან ქრთულის გაკვეთილების ჯეროვანის რიცხვით და სადაც ეს წიგნი ჰყოფნით ახლა წელიწად-ნახევარსა. ხოლო მესამე წელიწადს “ბუნების კარს” შეუდგებიან. იმ სკოლებს კი, რომელთაც ნორმაზედ ნაკლები რიცხვი აქვთ გაკვეთილებისა და რომელნიც ორ-წელიწად-ნახევარს უნდებიან “დედა-ენას”, ეს წიგნი ეყოფათ სრულს სამს წელიწადს, ვიდრე ესენიც ნორმალურს მდგომარეობას არ ეღირსებიან.
ამას ისიც უნდა დაუმატოთ, რომ ორის წლის კურსის მოქცევა ერთს წიგნში იმ მხრითაც სასარგებლოა, რომ ერთი და იგივე წიგნი, ყდაში გადაკრული, ჰყოფნის ყოველს დამზოგავ ბავშვს ორის წლის განმავლობაში, როგორც ეს დაამტკიცა გამოცდილებამ ტფილისის დირექციისამ, რომელიც ყოველს მოსწავლეზე ორ წელიწადში ერთხელ ჰგზავნის თითო სახელმძღვანელოსა. ხოლო სამ წელიწადს კი ვერა სძლებს წიგნი, როგორც ამაში დარწმუნდა “ქრისტიანობის აღმადგინებელი საზოგადოების” საბჭო. ამ საბჭომ რამდენსამე წლის წინათ დაადგინა: სამს წელიწადში ერთხელ იგზავნებოდეს სახელმძღვანელო წიგნები ჩვენს სკოლებშიო: მაგრამ მერე კი ორის წლის ვადით დაუწყო წიგნებს გზავნა, რადგანაც მოსწავლენი ორს წელიწადს სცვედნენ სახელმღვანელოებსა და მესამე წელიწადს უწიგნოდ რჩებოდნენ.
თავდაპირველის სახელმძღვანელოსათვის დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ნორმალურს შრიფტებსა. სამწუხაროდ, ჩვენი სტამბები ამ მხრივ უკაცრავად არიან. მათში მოიპოვება ან ვეებერთელა სააფიშო შრიფტები 36-60 ნომრისანი, რომელთა ხმარება წიგნებს ერთი სამად და ოთხად აძვირებს და მავნებელია თვალისათვის, ან წვრილი შრიფტები 8-16 ნორმისანი. ანბანისათვის-კი ზედ გამოჭრილია 18-24 ნომრები, რისაც ჭაჭანებაც არ არის ჩვენს სტამბებში.
ამ ნაკლის შესავსებლად მე გავადიდებინე ფოტოგრაფიით აკადემიური და ვენური შრიფტები, მივაცემინე მათთვის სხვა-და-სხვა სიდიდე და მივიღე აკადემიის შრიფტებისა 18, 20, 24 ნომერი, ხოლო ვენისა 14 და 16 ნომერი, აკადემიის შრიფტის 24 და 20 ნომერი გამოვიდა ისეთი სიგრძე-სიგანისა და სისქისა, რომელიც ნორმალურ შრიფთად მიაჩნიათ ანბანისათვის პედაგოგებს და ოკულისტებს, ანუ თვალის ექიმებს. ვენის შრიფტის მეთოთხმეტე ნომერი დადგა იმისთანა, რომელიც სავსებით შეეფერება პირველის საკითხავის წიგნის პირველს ნახევარსა. მეორე ნახევარი კი უნდა იბეჭდებოდეს მეთორმეტე ნომრით, ანუ ციცეროთი, რომელიც მოიპოვება ყველა ვენებურს სტამბაში და რომელსაც აქამომდე ვხმარობდი “დედა-ენაში” ანბანის შემდეგ.
აკადემიის შრიფტის 24 და 20 ნომერს მე უკვეთავ ვენაში, მეთოთხმეტე ნომერს ვენის შრიფტისას იძენს ბ-ნი შარაძე. ეს უკანასკნელი შრიფტი ზედ გამოჭრილია მოწინავე წერილებისათვის, აგრეთვე პატარა საყმაწვილო და სახალხო წიგნებისათვის, ხშირს ხმარებაში ჩავარდება და სტამბებს ხელს მისცემს.
გადიდებული “დედა-ენა” ახალი სახით და ახალი შრიფტებით დაიბეჭდება და გამოვა მომავალს წელში ფასის უცვლელად და ამასთანავე თან გამოჰყვება ვრცელი მეთოდიკა ქართულის ენისა.