National Geographic: ზღვის უზარმაზარი არსებები
ლომის ფაფრიანი მედუზა. წყალქვეშა კადრზე აღბეჭდილია მედუზას უზარმაზარი საცეცები. ლომის ფაფრიანი მედუზა მიეკუთვნება მედუზების ყველაზე ძლიერ სახეობებს. დიამეტრში ის 2 მეტრს აღწევს, საცეცებით კი – 15 მეტრს.
ვეშაპისებრი ზვიგენი. ზღვაში მობინადრე ყველაზე დიდი თევზი, რომელიც ზოგჯერ სიგრძეში 12 მეტრს აჭარბებს. უწყინარი გიგანტები პირღია დაცურავენ და უზარმაზარ პირში პლანქტონებსა და პატარა თევზებს აგროვებენ.
გიგანტურ ეკლებიანი ზღვის ვარსკვლავი. მასიური ეკლების რიგი ფარავს გიგანტური ზღვის ვარსკვლავის სხეულის ზედაპირს. მისი საბინადრო არეალი კალიფორნიის სანაპიროა. ზღვის ვარსკვლავებს შეუძლიათ კიდურების და ზოგჯერ მთლიანი სხეულის აღდგენა.
გიგანტური ობობა კიბორჩხალა. გიგანტურ არსებას წყალქვეშა ფარები ანათებს. მტაცებლებისგან თავს იცავს ეკზოჩონჩხით. ამ არსებას, რომელმაც სიგანეში შეიძლება 3 მეტრს მიაღწიოს, წყლის ფსკერის ამღვრევაც შეუძლია. ამის შემდეგ მღვრიე ნაკადში უჩინარდება, ზოგჯერ კი სხვა არსებებს ეფარება.
ლურჯი ვეშაპი. ახალშობილი ლურჯი ვეშაპი რომ შევადაროთ ადამიანს, ეს უკანასკნელი მასთან შედარებით ჭიჭყინა თევზი იქნება. ლურჯი ვეშაპი უდიდესი არსებაა, რომელსაც ოდესმე უცხოვრია. დაბადებისას სიგრძეში 7.6 მეტრია და 3 ტონას იწონის. მოზრდილობის ასაკში კი ქალაქის ავტობუსს უტოლდება და 200 ტონას აღწევს.
პორტუგალიური ხომალდი. ის ხშირად ეშლებათ მედუზაში, რეალურად კი ეს არსება ერთად მცხოვრები ორგანიზმების კოლონიისგან შედგება. საცეცები წყალქვეშ ზოგჯერ 50 მეტრს აღწევს, საშუალო მაჩვენებელი კი 10 მეტრზე მეტია.
ფარფლიანი ვეშაპი. ფარფლიანი ვეშაპი გახლავთ დედამიწაზე რიგით მეორე უდიდესი არსება. მისი მაქსიმალური სიგრძეა 25 მეტრი მამრისთვის და 27 მეტრი მდედრისთვის. პირში არსებული ძვლოვანი გამონაზარდების მეშვეობით პატარა თევზებსა და სხვა საკვებს ამუშავებენ და აცალკევებენ წყლისგან.
გიგანტური იზოპოდი. ენათესავება კრევეტებსა და კიბორჩხალებს, მიეკუთვნება ღრმა წყლების კიბოსნაირებს და ბინადრობს ოკეანის ფსკერზე. გიგანტური იზოპოდი არის აქამდე ცნობილი ყველაზე დიდი იზოპოდი. ზომაში შეიძლება 76 სმ-ს მიაღწიოს, წონით კი 1.7 კგ-მდე ავიდეს.
დიდი თეთრი ზვიგენი. ბინადრობს გვადალუპეს კუნძულის სუფთა წყლებში. ის არის ყველაზე დიდი მტაცებელი თევზი, რომელიც შეიძლება 4.6 მეტრამდე გაიზარდოს, თუმცა აღმოჩენილია უფრო დიდი წარმომადგენლებიც – მაგალითად 6.4 მეტრი სიგრძის და 3 ტონაზე მძიმე, 7 მეტრი სიგრძის და 2.5 ტონა, სიგრძით 6 მეტრი და წონით 2.3 ტონა და ა.შ. მათ მსხვერპლებს შეადგენენ ზღვის ლომები, სელაპები, პატარა კბილებიანი ვეშაპები.
გიგანტური ორსაგდულიანი მოლუსკი. ყველაზე დიდი მოლუსკები მთელი ცხოვრება მიმაგრებულნი არიან ფსკერზე ქვიშაში ან მარჯნის რიფების ლოდებში. სიგრძეში აღწევენ 1.2 მეტრს და იწონიან 230 კგ-ზე მეტს. ველურ სამყაროში მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე საუკუნეს შეადგენს.
გიგანტური მოლუსკი სიფონი. ეს არსება წყალში ჩერდება და მომავალ პლანქტონებს ისრუტავს. წყნარი ოკეანის სამხრეთ კუნძულებზე არსებული ლეგენდები გვიამბობს, რომ ისინი ზოგჯერ მოცურავეებსაც (ადამიანებს) უსაფრდებიან და ნაწილობრივ ან მთლიანად ყლაპავენ. თუმცა ამგვარი შემთხვევები ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაფიქსირებულა.