ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიინტერნეტი / სოც მედია

Justin Sun-ის ანონიმურობაზე ორიენტირებული ახალი პროექტი „ინტერნეტის გარდაქმნას“ გვპირდება

Tron Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ახალ პროექტ MPC Torch-ის შესახებ დეტალებზე, რომელიც მომხმარებლების ანონიმურობაზე ორიენტირებული პროტოკოლი TRONZ-ის ნაწილია. ამ უკანასკნელს საფუძვლად უდევს ტექნოლოგია zk-SNARKS. 

ჯასტინ სანის სიტყვებით დღესდღეობით პროექტს უკვე შეუერთდა 20 ადამიანი და ამჯერად იგი მონაწილეობისთვის იწვევს ფართო საზოგადოებას. 

MPC Torch Project შემუშავებულია TRONZ-ის გუნდის მიერ, რომელიც მუშაობს ანონიმურობის ფუნქციის ინტეგრაციაზე TRON-ის მთავარ ქსელში. იანვარში ჯანტინ სანმა უკვე ისაუბრა ინიციატივის შესახებ და განაცხადა: 

„MPC Torch Project მოქმედებს ანონიმურობის ტექნოლოგია zk-SNARKS-თან ერთად ინტერნეტის გარდაქმნის მიზნით. საბოლოო მიზანია ამაღლდეს მთელი პროტოკოლის უსაფრთხოების დონე და წარმოდგენილ იქნას საიმედო პარამეტრების ნაკრები. TRON Foundation პირველია პრივატულობის სფეროში, იგი პროექტის ყველა მონაწილეს 100 აშშ დოლარით დააჯილდოვებს. ქომიუნითის ძალა ცალკეულ პირებშია, MPC Torch Project უფასოდ გადაეცემა მთელ კაცობრიობას“. 

ამჟამად ჯასტინ სანმა დაადასტურა თავისი პირვანდელი განცხადება და დაამატა, რომ დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ პროექტის დეტალებს გაეცნონ Github-ზე, აგრეთვე გააგზავნონ მონაწილეობის სურვილის შესახებ განაცხადი მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. 

პროექტის აღწერაში მითითებულია, რომ MPC (Multi-Party Computation) – ეს გახლავთ პრივატულობაზე ორიენტირებული ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ ერთობლივად გამოთვალონ ანონიმური საშუალებები ერთმანეთთან მათი გამოვლენის გარეშე და, შესაბამისად, უზრუნველყონ მონაცემთა მაქსიმალური უსაფრთხოება დეველოპერებისთვის. 

ინიციატივაში მონაწილეობისთვის მომხმარებლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ აღჭურვილობა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: 

CPU: Intel Core i5 (მეექვსე თაობა ან მის ზემოთ) ან მისი ეკვივალენტი; 

ОС: Linux (რეკომენდებულია)/macOS/Windows 7+ ; 

ოპერატიული მეხსიერება: 8 GB RAM; 

500 GB მონაცემთა სანახი თავისუფალი სივრცე. 

შეგახსენებთ, რომ TRON-ის ქსელისთვის დაგეგმილი განახლებები ანონიმური ტრანზაქციების დამატებით ცნობილი გახდა გასული წლის გაზაფხულზე. დეკემბერში ჯასტინ სანმა გამოაცხადა, რომ პლატფორმა მზად არის აქტიური ტესტირების დასაწყებად. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button