Hi-Techკოსმოსიტექნოლოგია

“ობობები“ კოსმოსში: NASA-ს კონტრაქტი რობოტი-მემონტაჟეების შესახებ Maxar Technologies-მა მოიგო

სასარგებლო ტვირთი, რომლის ორბიტაზე გატანაც რაკეტებს შეუძლიათ, შეზღუდულია არა მარტო წონის, არამედ გაბარიტების მხრივაც. ეს ნიშნავს იმას, რომ კოსმოსში მთელი რიგი ამოცანების შესასრულებლად საჭიროა შეიქმნას რაღაც უფრო დიდი და ბევრი მცირე ნაწილისგან შემდგარი. ასეთ შემთხვევაში, ასტრონავტებისთვის სარისკო მდგომარეობაში ჩაყენების ნაცვლად სჯობს კონსტრუქციის აწყობა რობოტებს დაეკისროთ.

ვებ-გვერდი Electronics Weekly გვაცნობებს, რომ NASA-ს 142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი მოიგო კომპანია Maxar Technologies-მა კოლორადოდან. ხსენებული პროექტი თვალისწინებს მსუბუქი უნივერსალური რობოტიზებული მანიპულატორის – SPIDER-ის (Space Infrastructure Dexterous Robot) შექმნას. ცალხელა რობოტი SPIDER-ი ასევე შემუშავდება კოსმოსურ პლატფორმა Maxar 1300-ზე ინტეგრაციის მიზნით. ამ პლატფორმაზე Maxar-ი უკვე აწყობს კოსმოსური თანამგზავრების გასამართ კონსტრუქცია Restore-L-ს. დიდი ალბათობით, SPIDER-იც ჩაერთვება თანამგზავრების ავტომატურ მიერთება-გამართვის პროცესებში.

რობოტიზებული მანიპულატორის შექმნის შესახებ არსებული კონტრაქტი კიდევ უფრო მასშტაბური კოსმოსური ინფრასტრუქტურის აწყობისკენაც არის ორიენტირებული. SPIDER-ის შექმნაში Maxar-ს პარტნიორობას გაუწევს დასავლეთ ვირჯინიის რობოტიზებული ტექნოლოგიების ცენტრი.

მანიპულატორის აწყობა ნულიდან არ იწყება: ძველად Maxar-მა NASA-ს უკვე წარუდგინა მარსმავლებისა და დასაფრენი აპარატებისთვის განკუთვნილი ექვსი რობოტიზებული მანიპულატორი. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად მუშაობს მარსზე არსებულ მოდულ InSight-ზე, მეორე კი გადაცემულია მარსმავალ Mars-2020-ზე დამონატაჟებისთვის.

პროექტ SPIPDER-ის მიზანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გახლავთ ორბიტაზე მსხვილგაბარიტებიანი კონსტრუქციების აწყობის შესაძლებლობის დემონსტრირება. ესენი შესაძლოა იყოს ტელესკოპების საკმაოდ დიდი ზომის სარკეები და დედამიწის ზონდირების თანამგზავრის ანტენები, აგრეთვე მთვარესა და მარსს შორის შუალედური სადგურის აგებისას კონსტრუქციების აწყობა. ექსპერიმენტის ფარგლებში რობოტმა უნდა ააგოს ორბიტაზე გარკვეული სირთულის კონსტრუქცია – ეს მეცნიერებს დაეხმარება შეაფასონ კონსტრუქციის გამძლეობა და შეადარონ იგი დედამიწაზე არსებულ ანალოგიურ კონსტრუქციებს.

მთვარის მიმართულებით ფრენისთვის განკუთვნილი შუალედური სადგურის აგებაში მონაწილეობის უფლება Maxar-მა გასული წლის მაისში მოიპოვა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button