ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიკვლევები

მკვლევარი: Bitcoin-სა და მის ფორკებს ინფლაციის ყველაზე დაბალი დონე აქვთ

გამომცემლობა The Block-ის ანალიტიკოსი ლარი ჩერმაკი მივიდა დასკვნამდე, რომ პირველ კრიპტოვალუტასა და მის პოპულარულ ფორკებს – BCH-სა და BSV-ს – წლიური ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ სხვა კაპიტალიზირებულ აქტივებს შორის. 

Bitcoin-ის ინფლაციის ამჟამინდელი დონე 3,88%-ია, Ethereum-ის – 4.77%, რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლებია Ethereum Classic-ის მაჩვენებელთან შედარებით. 

მაისის ჰალვინგის შემდეგ Bitcoin-ის ინფლაციის დონე~1.8%-მდე შემცირდება. 

Zcash – ყველაზე ინფლაციური აქტივია ყველა იმ აქტივს შორის, რომლებიც ანალიზისთვის ხელმისაწვდომია CoinMetrics სერვისში. არ არის გამორიცხული, რომ წლიური მაჩვენებელი 47% მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ამ პრივატულობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტის კურსზე.  

image.png

აქტივი ამჯამად ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ 25-ე ადგილზეა, გასული წლის დასაწყისში Zcash მხოლოდ 42%-ით გაიზარდა. იმ დროისთვის Bitcoin-ის კურსმა აიწია 174%-ზე, Ethereum —91,55%-ზე, Bitcoin Cash და Bitcoin SV კი გაიზარდა 258% და 437%-ით, შესაბამისად. 

ამრიგად, ინფლაციის დონე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აქტივის ფასზე საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button