Binance-მა გააფართოვა ფიატური ვალუტების ჩამონათვალი პლასტიკური ბარათებით Bitcoin-ის შეძენისთვის
კრიპტოვალუტების ბირჟა Binance-მა დაამატა კრიპტოვალუტების პირდაპირი შეძენის მხარდაჭერა Visa და MasterCard ბარათებით საგადასახადო პროცესორ Simplex-ის მეშვეობით. ჩამონათვალი მოიცავს 15 ქვეყნის ფიატურ ფულს.
ახალი ფუნქციის მხარდაჭერა მიიღეს შემდეგმა ვალუტებმა:
- ფუნტი სტერლინგი (GBP);
- სამხრეთკორეული ვონა (KRW);
- რუსული რუბლი (RUB);
- ავსტრალიური დოლარი (AUD);
- შვეიცარული ფრანკი (CHF);
- ჩეხური კრონა (CZK);
- დანიური კრონა (DKK);
- ნორვეგიული კრონა (NOK);
- ახალზელანდიური დოლარი (NZD);
- პოლონური ზლოტი (PLN);
- შვედური კრონა (SEK);
- თურქული ლირა (TRY);
- სამხრეთაფრიკული რანდი (ZAR);
- უნგრული ფორინტი (HUF);
- ესრაელის შეკელი (ILS).
მათი ნაწილი უკვე ხელმისაწვდომი იყო ციფრული ვალუტების პლასტიკური ბარათით შეძენისთვის, მაგალითად რუბლი, ფუნტი სტერლინგი და ჩეხური კრონა. მხოლოდ ექვსი (HUF, NOK, CHF, ZAR, ILS, NZD) ვალუტისთვის გახდა ანგარიშსწორების ასეთი ფორმა პირველად ხელმისაწვდომი.
ბირჟის განცხადების თანახმად, Simplex-ით განხორციელებული გადახდები მომხმარებლებს ყოველ ტრანზაქციაზე საკომისიო მომსახურების საფასურის 2-3%-ს დაუზოგავს.
სერვისის მეშვეობით საგადახდო ბარათებით მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ Bitcoin (BTC), Ethereum (ETH), Bitcoin Cash (BCH), Litecoin (LTC), XRP და თავად Binance-ის ტოკენი BNB.
Binance-ზე ამჟამად ჯამში მხარდაჭერილია კრიპტოვალუტების შეძენა 35 ფიატური ვალუტით.
შეგახსენებთ, რომ ბირჟის ხელმძღვანელს 2020 წლისთვის გეგმაში აქვს 180 ქვეყნის ფიატური ვალუტის მხარდაჭერის დამატება.