ახალი რეკორდსმენი ავტონომიური მუშაობის მხრივ: Moto G8 Power
Motorola აპირებს დაბრუნდეს ფლაგმანური სმარტფონების ბაზარზე და გამოუშვას მოდელი Snapdragon 865 პროცესორითა და 5G ქსელის მხარდაჭერით. მანამდე კი კომპანიას აქვს შემოთავაზება საშუალო ფასის კატეგორიაში.
მიმდინარე წელს გამოვიდა Moto G7 სერიის სმარტფონები, Motorola-მ კი უკვე წარადგინა Moto G8 სერია. დაანონსდა მოდელები Moto G8 Plus და Moto G8 Play. აგრეთვე უნდა გამოვიდეს სტანდარტული ვერსიები Moto G8 და Moto G8 Plus, თუკი წინა თაობასთან შედარებით სერიაში შესული სმარტფონების რაოდენობა არ შეიცვლება.
ეჭვს არ იწვევს, რომ Moto G8 სულ მალე გამოვა. აშშ-ის კავშირების ფედერალური კომისიის მიერ გავრცელდა ცნობები Moto G8 Power მოდელის შესახებ. მართალია, კომისიის ბაზაში სმარტფონი სახელის გარეშე, T2041 კოდით ფიგურირებს, თუმცა მისი 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა ეჭვს არ იწვევს, რომ ეს სწორედ ზემოთხსენებული მოდელია. ასეთი მოცულობის ბატარეა აქვს Moto G7 Power-საც.
როგორც ჩანს, სმარტფონის სიგრძე 157,9 მილიმეტრია, კორპუსის დიაგონალი კი – 165 მმ. შესაბამისად, ეკრანის დიაგონალი იქნება 6.2 ან 6.3 დუიმი. შედეგად, ეს სმარტფონი წინა თაობის სმარტფონზე მოკლეა და სავარაუდოდ უფრო თხელი ჩარჩოები ექნება. ზედა ნაწილში საკმაოდ დიდი ზომის ჭრილის ნაცვლად მცირე ზომის ჭრილი იქნება წარმოდგენილი.
ჯერჯერობით უცნობია, ეკრანის გაფართოება იქნება 720p თუ გაიზრდება Full HD+-მდე Moto G8 Plus-ის მსგავსად. თუკი გაფართოება გაიზდება, ავტონომიურობის დონე შესაძლოა ოდნავ შემცირდეს. დღევანდელი ვითარებით, თუკი Moto G7 Power-ს ხელს არ ვახლებთ, იგი დამუხტვის გარეშე 7-9 დღე იმუშავებს. ვებ-გვერდ Phonearena-ზე Moto G7 Power სმარტფონი აბსოლუტური ლიდერია მუშაობის ხანგრძლივობის მხრივ და, დიდი ალბათობით, ვითარება არც ახალ მოწყობილობაში შეიცვლება.
აგრეთვე ცნობილია, რომ ახალი სმარტფონი Android 10-ზე იმუშავებს. ორგანიზაცია Wi-Fi Alliance-ში XT2041 მოდელის სერტიფიცირება რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა და სწორედ აქედან გახდა ცნობილი მისი ოპერაციული სისტემის შესახებ.
ასეთ შემთხვევაში G8 Power შეუერთდება Motorola One Hyper-ს და გაასწრებს Motorola-ს სხვა, უფრო ძვირადღირებულ მოდელებს პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ.
დიდი ალბათობით, ახალი მოწყობილობის ფასი გაიზრდება წინა თაობის სმარტფონის ფასთან – 250 აშშ დოლართან შედარებით.