კომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

ორეკრანიან დასაკეც ლეპტოპებს სასწრაფოდ სჭირდება Windows 10X

Microsoft-მა გასულ წელს ოფიციალურად წარადგინა Windows 10X თავის ორეკრანიან მოწყობილობა Surface Neo-სთან ერთად. Windows 10X – ეს გახლავთ ამბიციური მცდელობა – გადაპროექტდეს ოპერაციული სისტემა ორეკრანიანი და დასაკეცი დისპლეის მქონე მოწყობილობებისთვის. მიმდინარე კვირაში საზოგადოებამ რამდენიმე მსგავსი ახალი მოწყობილობა იხილა გამოფენა Consumer Electronics Show-ზე (CES), თუმცა არცერთ მათგანს არ ჰქონდა გადამწყვეტი პროგრამული ელემენტი: Windows 10X. 

Microsoft-ი პირობას დებდა, რომ ვიხილავდით Dell-ის, HP-ის, Lenovo-სა და Asus-ის მოწყობილობებს Windows 10X-ით, თუმცა კომპიუტერების მწარმოებელი კომპანიების უმეტესობა მზად არ არის გვიჩვენოს, რას აპირებს. მიმდინარე კვირაში Lenovo-მ წარადგინა ThinkPad X1 Fold – კომპიუტერი დასაკეცი OLED-ეკრანით 2499 აშშ დოლარად, თუმცა იგი წარმოდგენილია Windows 10 Pro-თი Windows 10X-ის ნაცვლად. Lenovo პირობას დებს, რომ Windows 10X ვერსიის მქონე ვერსია მოგვიანებით გამოვა, თუმცა არ აკონკრეტებს ზუსტ თარიღს. 

image.jpeg

Lenovo X1 Fold Windows 10X-ის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად გამოიყურება, თუმცა ჩინური კომპანია კვლავ მის გარეშე გამოშვებას აგრძელებს. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ან Microsoft ჩამორჩება და ვერ ასწრებს Windows 10X-ის ამოქმედებას, ან Lenovo მიიწევს წინ მეტისმეტად აქტიურად, რაც ნაადრევია. 

Windows 10X გადამწყვეტია X1 Fold-ის მსგავსი მოწყობილობებისთვის, რადგანაც Microsoft ქმნის სხვადასხვა მეთოდს რამდენიმე დისპლეიზე აპლიკაციების დამუშავებისთვის უშუალოდ ოპერაციულ სისტემაში. ამის ნაცვლად Lenovo-მ შექმნა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა Windows 10-სთვის, რათა იგი უფრო მოსახერხებელი გახადოს აპლიკაციების განცალკევებისთვის. 

Microsoft-ი 10X-ზე წლებია მუშაობს და ითვალისწინებს, რომ Intel და სხვა მსგავსი კომპანიები ისწრაფვიან დასაკეცი და ორეკრანიანი მოწყობილობებისკენ იმაზე სწრაფად, ვიდრე Windows-ს შეუძლია დაეწიოს. Microsoft-ს სურს Windows 10X მზად იყოს იმისთვის, რომ კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანიებმა ისარგებლონ ახალი ტალღის აღჭურვილობის უპირატესობებით, თუმცა როგორც ჩანს, მზადყოფნამდე კიდევ თვეებია დარჩენილი. 

image.jpeg

Asus-მა წარადგინა 14-დუიმიანი ლეპტოპი ორი ეკრანით, აგრეთვე Dell-მა – დასაკეცი, ორეკრანიანი ლეპტოპი. ყველა ამ მოწყობილობაში, მათ შორის Intel-ის კონცეფციაშიც გამოყენებულია სტანდარტული Windows 10 ვერსია, რომელიც არ არის გათვლილი ახალი ტიპის მოწყობილობებზე. 

კომპიუტერის მწარმოებელი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტი დასაკეცი ორეკრანიანი მოწყობილობა დაანონსდება, თუმცა ნებისმიერი მცდელობა ნაკარნახევი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ მოწყობილობებს კიდევ რაღაც სჭირდება Windows 10-ის გარდა. კომპანიებმა აგრეთვე უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ ორი დისპლეის მქონე მოწყობილობებს ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობაც განსხვავებული აქვთ, ასევე გასათვალისწინებელია მათი სუფთა წონა და მოწყობილობის სისქე. 

image.jpeg

უკვე ვიხილეთ, როგორ ნაჩქარევად გამოვიდა Samsung-ი ბაზარზე თავისი დასაკეცი სმარტფონით, რომლის გადაკეთება გახდა საჭირო მანამ, სანამ მაღაზიების თაროებზე აღმოჩნდებოდა. თუკი კომპიუტერების მწარმოებელ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Lenovo – მოსწონთ Windows 10X-ის გარეშე არსებული ორეკრანიანი მოწყობილობები, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ რამდენიმე განსაცვიფრებელი პროგრამული უზრუნველყოფის ალტერნატივა, რათა თავიდან აიცილონ ბაზრის გაფუჭება. 

Windows 10X-ზეა დიდწილად დამოკიდებული მსგავსი მოწყობილობების წარმატება. არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ პროგრამა საკმარისად კარგი აღმოჩნდება მათთვის ან ექნება თუ არა აპლიკაციების მხარდაჭერა. საზოგადოება კვლავ ელის, შეიტყოს მეტი 10X-ის შესახებ. 2020 წელი სულ ახლახანს დაიწყო და წინ მთელი რიგი გამოფენები და კონფერენციებია. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button