ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

ConceptD 7 Ezel – Acer წარმოგიდგენთ ტრანსფორმერ ლეპტოპს მუშაობის ხუთი რეჟიმით

ტაივანურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Acer-მა გამოფენა CES 2020 საზოგადოებას წარუდგინა თავის უჩვეულო ლეპტოპთაგან ერთ-ერთი. ეს გახლავთ მოდელი Acer ConceptD 7 Ezel, რომელიც ორიენტირებულია კონტენტის შემქნელებზე. 

image.png

მოწყობილობის მთავარი აღსანიშნავი მახასიათებელია Ezel Hinge სამაგრი. მისი მეშვეობით უზრუნველყოფილია გაჯეტის ფუნქციონირების ხუთგვარი რეჟიმი. დისპლეი აგებულია 4K მატრიცის ბაზაზე და დამზადებულია IPS ტექნოლოგიით. სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი 400 ნიტს შეადგენს, Adobe RGB ფერთა დიაპაზონი კი 100%-იანია. ეკრანს აგრეთვე აქვს ელექტრონული ფანქრით მართვის მხარდაჭერა. 

ლეპტოპის მთავარი კომპონენტია ბოლო თაობის პლატფორმა Intel Core H-Series, გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce RTX. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 32 გიგაბაიტია, მეხსიერების სტანდარტი – DDR4. PCI Express ინტერფეისის მქონე SSD-ის მაქსიმალური მოცულობა კი 2 ტერაბაიტია. 

image.png
image.png

სტანდარტულ ვერსიასთან ერთად ტაივანურმა კომპანიამ დაანონსა Pro ვერსიაც. იგი აღჭურვილია Intel Xeon ჩიპითა და Quadro RTX ვიდეო ბარათით. კომპლექტაციის მიუხედავად ლეპტოპის კორპუსზე ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB-C, HDMI, DP 1.4 და microSD სლოტი. 

ConceptD 7 Ezel-ის ფასი 2500 ევროს შეადგენს, Pro ვერსია კი 3000 ევროდ გაიყიდება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button