Hi-Techახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედია

Gmail 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ელექტრონულ ფოსტაში ამატებს და-schedule-ბისა და გაუმჯობესებული Smart Compose-ის ფუნქციებს

Gmail-ს არსებობის 15 წელი შეუსრულდა და ამ თარიღის აღსანიშნავად Google მცირე განახლებას სთავაზობს მომხმარებლებს: ესენია გაუმჯობესებული ფუნქცია Smart Compose Gmail და შეტყობინების და-schedule-ბის საშუალება.

Smart Compose განახლება საკმაოდ ბუნდოვანია. Google-მა ეს ფუნქცია ჯერ კიდევ გასული წლის მაისში წარადგინა და იგი მომხმარებლის მიერ ელექტრონულ ფოსტაში დაწყებული წერილის წინადადებების დასრულების საშუალებას იძლევა. Google-ის თქმით, განახლებულ ვერსიას „შეუძლია ადაპტირება განიცადოს იმ პირთან, ვისაც წერილს სწერთ“ იმის მიხედვით, თუ როგორია თქვენი ინდივიდუალური წერის სტილი.

Google აცხადებს, რომ ეს ნიშნავს შემდეგს: Smart Compose-ს ახსოვს თქვენთვის დამახასიათებელი წერის მანერა, თუ როგორ ესალმებით კონკრეტულ კოლეგებს (მაგ. “Hey Team”), თუმცა კომპანია არ საუბრობს მეტი დეტალის შესახებ.

კომპანია ირწმუნება, რომ Smart Compose-მა ადამიანებს მოუხსნა აუცილებლობა – აკრიფონ „1 მლრდ სიმბოლოზე მეტი კვირის განმავლობაში“ ინტერნეტში, ამჯერად კი ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია Android-მოწყობილობებშიც და iOS-ზეც უახლოეს დროში გამოჩნდება.

Gmail-ის უფრო მარტივ განახლებას წარმოადგენს შეტყობინების და-schedule-ბის შესაძლებლობა. თუკი დააწკაპებთ „Send”-ის გვერდით ისარზე, გაიხსნება scheduler ფანჯარა. შემდეგ უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ დრო, მაგალითად „ხვალ დილით“ ან მიუთითოთ კონკრეტული დრო და თარიღი.

რა თქმა უნდა, ხსენებული სიახლეები არც ისე გრანდიოზულია, თუმცა შეხსენებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ Gmail ასეთი პოპულარულია ამოქმედებიდან 15 წლის შემდეგაც კი.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button