ახალი ამბებიბიზნესისმარტფონები

4К ეკრანი, კადრის განახლების სიხშირე – 120 ჰც, HarmonyOS და ფასი თითქმის 2000 $. იწყება Huawei-ს ახალი ფლაგმანის გაყიდვა

19 სექტემბერს Huawei-მ დააანონსა თავისი პირველი სმარტ დისპლეი – ეს გახლავთ  65-დუიმიანი ეკრანის მქონე მოდელი. მას შემდეგ ორი თვე გავიდა და კომპანიას მორიგი ახალი სმარტ დისპლეი აქვს – ამჯერად უკვე 75-დუიმიანი. ახალი დისპლეი ფლაგმანურ ხაზს მიეკუთვნება, მოწყობილობაზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, გაყიდვების დაწყების თარიღად კი 24 დეკემბერია ჩანიშნული. 

დისპლეის ფასიც შთამბეჭდავია – Huawei-ს ახალი, 75-დუიმიანი სმარტ ტელევიზორი მუშაობს HarmonyOS-ზე და მისი ფასი 1850 აშშ დოლარია. შედარებისთვის, 65-დუიმიანი დისპლეი 995 აშშ დოლარად იყიდება. ეს ფასი მოქმედებს წინასწარი შეკვეთების ფარგლებში, საცალო ღირებულება კი დიდი ალბათობით გაცილებით მეტი იქნება. ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში ტელევიზორის შეძენა 24 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. 

დიაგონალის ზომას თუ არ გავითვალისწინებთ (და ახალ, ოქროსფერ ფერს), 75-დუიმიანი მოდელი 65-იანისგან არაფრით განსხვავდება. ორივე შემთხვევაში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 4K ეკრანი, 120 ჰც კადრის განახლების სიხშირე, HDR Boost ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რეჟიმები: AI Fitness 2.0, AI Kids და ინტეგრირებული ვებ-კამერა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button