ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

SEC-მა თანხმობა გასცა ფონდზე, რომელიც ორიენტირებულია Bitcoin-ფიუჩერსებით ინვესტირებაზე

შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) თანხმობა განაცხადა ფონდის საქმიანობაზე, რომელიც მხოლოდ Bitcoin-ფიუჩერსებით მოახდენს ინვესტირებას რეგულირებად ბირჟებზე. 

საუბარი ეხება New York Digital Investment Group-ის (NYDIG) აქტივებით მართულ Bitcoin Strategy Fund-ს, რომელიც ინვესტორებს შესთავაზებს 2,5 მლნ აქციებს 10 აშშ დოლარად. 

NYDIG-ში უკვე მიიღეს BitLicense და ტრასტის ლიცენზიები  შეზღუდული მიზნობრივი დანიშნულებით ნიუ-იორკის რეგულატორისგან. 

ამჯამად Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობა ხდება მხოლოდ CME-ში. ასეთივე პროდუქტს მალე გამოუშვებს Bakkt, თუმცა ICE Singapore ბირჟაზე. 

SEC-მა გარკვეული პერიოდის წინ უარყო Bitwise-ის Bitcoin-ETF-ის ამოქმედება, თუმცა თანხმობა განაცხადა მის ხელმეორედ განხილვაზე. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button