ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ის მაინერებმა ჰალვინგის წინ უკანასკნელ ბლოკზე მნიშვნელოვანი შეტყობინება დატოვეს

მაინერებმა სიმბოლური შეტყობინება დატოვეს ჰალვინგის წინ უკანასკნელ ბლოკზე. მასში გავლებულია პარალელი ეკონომიკის ამჟამინდელ სიტუაციასა და 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს შორის. 

ბოლო ბლოკი 12,5 BTC ჯილდოთი გახლდათ #629999, იგი F2Pool პულმა მოიპოვა. ამ მოვლენის დასამახსოვრებლად მაინერებმა Coinbase-ტრანზაქციას მოკლე ტექსტური შეტყობინება დაამატეს: 

„2.3 ტრილიონი აშშ დოლარის შემოდინებით ფედერალური სარეზერვო სისტემის გეგმამ (ეკონომიკის გადარჩენისთვის) ბევრად გადააჭარბა 2008 წლისას“. 

image.png

ამგვარად მოახდინეს მაინერებმა გამომცემლობა New York Times-ის 2020 წლის 9 აპრილის  სათაურის ციტირება. სტატიაში შედარებული იყო ამჟამინდელი მსოფლიო კრიზისი 2008 წლის მოვლენებთან. 

ბლოკზე ამ შეტყობინების დატოვებით მაინერებმა ასევე პატივი მიაგეს სატოში ნაკამოტოს. 2009 წლის 3 იანვარს Bitcoin-ის შემქმნელმა ნულოვან ბლოკზე დატოვა მსგავსი შეტყობინება: 

„კანცლერი მზადაა ხელმეორედ დაეხმაროს ბანკებს“ – ასე ჟღერდა ბრიტანული The Times-ის 2009 წლის სათაური. 

Bitcoin-ი შეიქმნა 2008 წლის კრიზისის შუაგულში. იმ დროს ხელისუფლებებმა გამოყვეს უზარმაზარი თანხები დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად და „საბეჭდ სტამბას“ მიმართეს. ამჟამად, 12 წლის შემდეგ სიტუაცია მეორდება ახალი მასშტაბებით და Bitcoin-ის აუცილებლობა სულ უფრო ცხადი ხდება. 

Source
.overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button