ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიმსოფლიო

Stablecoin Libra შესაძლოა აღიარებულ იქნას ფასიან ქაღალდად საკანონმდებლო დონეზე

პალატის წევრებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ეხება „მართვადი Stablecoin-ების“ ფასიან ქაღალდებად აღიარების საკითხს. 

კანონმდებლების განცხადებით ინიციატივა მიზნად ისახავს, „დაიცვას მომხმარებლები გარკვეული კრიპტოვალუტებისგან“. 

“უბრალო ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია ენდოს ფინანსური აქტივების უკან მდგომ წარმონაქმნს. ეს კანონი მათ საშუალებას მისცემთ მიიღონ თავისუფლება იმ წესების გამოყენებით, რომლებიც უკვე მიღებულია ფასიანი ქაღალდების დასარეგულირებლად. ” –  განაცხადეს კანონმდებლებმა ლანს გუდენმა და სილვია გარსიამ. 

კანონმდებლებმა მიუთითეს, რომ Libra აშკარად მიეკუთვნება ფასიანი ქაღალდის სტატუსს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. 

„ეს საკანონმდებლო აქტი უბრალოდ განმარტავს წესებს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ორაზროვნება“ – განაცხადეს მათ. 

სექტემბერში Calibra-ს აღმსარულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ Libra არ ემუქრება სახელმწიფოს მონეტარულ სუვერენიტეტს, რადგანაც საუბარი ეხება საგადასახადო სისტემას და არა ახალი ფულის შექმნას. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button