Hi-Techმეცნიერებახელოვნური ინტელექტი

ბილ გეითსი საუბრობს, როგორ უნდა ავიდეს ხელოვნური ინტელექტი ახალ დონეზე

რეგულარულად ვიგებთ ამბებს ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რომელთაც შეძლეს განვითარება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. მას უამრავ სფეროში იყენებენ: ვიღაც ქმნის საკუთარ აპლიკაციებს და ახდენს უკვე არსებულის გაუმჯობესებას; ზოგიც გართობის მიზნით ასწავლის ხელოვნურ ინტელექტს ახალ შესაძლებლობებს, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ტექნოლოგია დღესდღეობით განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე იმყოფება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ შეუძლია ყველა შესაძლებლობისა და პოტენციალის სრულად გამოვლენა. ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებით უამრავი მეცნიერია დაკავებული, თუმცა რევოლუციური გარღვევები ჯერ ვერ ხერხდება. 

image.png

ხელოვნური ინტელექტის განვითარების ყველაზე სწრაფ მეთოდზე ისაუბრა ბილ გეითსმა. მისი თქმით ტექნოლოგია ამჟამად კვლევის ჩაკეტილ წრეში იმყოფება, რომელში მოხვედრაც რიგითი პირებისთვის (ტექნოლოგიისა და ელექტრონიკის მოყვარულებისთვის) მეტად რთულია. სწორედ ამ ფაქტს მიიჩნევს გეითსი თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის პრობლემად. იგი თვლის: იმისათვის, რომ ტექნოლოგიამ მიაღწიოს მაქსიმალურ განვითარებას, უნდა მიეცეთ ნებართვა მკვლევარებსა და მეცნიერებს – გაუზიარონ თავიანთი მიღწევები ნებისმიერ მსურველს. 

ვითარების უკეთ განსამარტავად გეითსს მაგალითად მოჰყავს დღეს არსებული სიტუაცია ჩინეთსა და აშშ-ს შორის. ორივე ქვეყანას შეუძლია წინ წავიდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხში, თუმცა მიღწევების გაზიარებას არც ერთი თანხმდება. იმისთვის, რომ შედეგები ღირებული იყოს, ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება საერთაშორისო თანამშრომლობა და არა უთანხმოებები, რაც ხელს უშლის განვითარებას. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close