Hi-Techახალი ამბებიდანაშაულიმსოფლიორობოტები

კიბერპანკის ეპოქა მოახლოვდა: აშშ-ის პოლიციას ძაღლი-რობოტები ემსახურება

ამერიკულ პოლიციაში ცოცხალი ძაღლების ნაცვლად რობოტიზებული ძაღლების გამოყენება დაიწყეს: მასაჩუსეტსის შტატში გადაწყვიტეს ცვლილებების შეტანა სამუშაო გუნდში და რამდენიმე მაძებარი ძაღლი რობოტებით ჩაანაცვლეს. ძაღლი-რობოტი, სახელად Spot უკვე ორჯერ გავიდა რეალურ საქმეზე და გადამწყვეტი როლიც შეასრულა ნაღმებისა და მომწამვლელი ნივთიერებების აღმოჩენის მისიაში. 

ამგვარი პროგრესული მოწყობილობა რამდენიმე თვის წინ შექმნა კომპანია Boston Dynamics-მა. კომერციულ ბაზარზე ოთხფეხა რობოტი მხოლოდ ახლახანს გამოვიდა და მისი მოწოდებაა დაიცვას რაც შეიძლება მეტი პოლიციელი სახიფათო დავალებების შესრულების დროს. ამრიგად, უკვე შესაძლებელია არ დადგეს პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ – პრაქტიკულად ყველა სახის მისიაზე გაიგზავნება Spot, გარდა იმ დავალებებისა, რომლებიც უკავშირდება ქაღალდებსა და ზეპირ კომუნიკაციას. 

პოლიციაში მუშაობის გარდა რობოტ Spot-ს შესაძლებლობების ფართო სპექტრი გააჩნია, იგი პრაქტიკულად ყველგან შეძლებს მუშაობას. მის შესაძენად საჭიროა მხოლოდ ფასის გადახდა და მწარმოებელი კომპანიის ინფორმირება – თუ რისთვის გამოიყენებთ რობოტს, აგრეთვე უნდა მიაწოდოთ ცნობები მის შესახებ სამომავლოდ. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button