ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგია

Huawei MatePad Pro-ს დებიუტი: მსოფლიოში ყველაზე მძლავრი პლანშეტი Android-ის ბაზაზე

კომპანია Huawei-მ ოფიციალურად წარადგინა MatePad Pro – Android-ის ბაზაზე არსებული ყველაზე მძლავრი პლანშეტი ბაზარზე არსებულ მოწყობილობათა შორის. 

მოწყობილობა აღჭურვილია საფირმო პროცესორით Kirin 990. ჩიპში გაერთიანებულია რვა ბირთვი (ოთხი Cortex-A76 და ოთხიც Cortex-A55), გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G76 და  ნეიროპროცესორის მოდული. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა მოდიფიკაციის მიხედვით შეადგენს 6 ან 8 გიგაბაიტს.  

დისპლეის მატრიცა დამზადებულია IPS ტექნოლოგიით, ზომით 10.8-დუიმიანია დიაგონალზე და გაფართოებაა Quad HD+ (2560 × 1600 პიქსელი). უჩარჩოო დიზაინის წყალობით პანელი იკავებს კორპუსის ფრონტალური ნაწილის 90%-ს. 

ეკრანზე მოცემულია მცირე ზომის ჭრილი: მასში განთავსებულია ფრონტალური 8-მეგაპიქსელიანი კამერა მაქსიმალური, f/2,0 დიაფრაგმით. კორპუსის უკანა პანელზე განთავსებულია 13-მეგაპიქსელიანი კამერა f/1,8 მაქსიმალური დიაფრაგმით. 

image.jpeg

პლანშეტთან ერთად კომპლექტში შედის სტილუსი M-Pencil, რომელსაც გააჩნია დაჭერის 4096 დონის ამოცნობის შესაძლებლობა. სტილუსის დატენვა შესაძლებელია უსადენოდ თავად პლანშეტის ბატარეიდან. 

გაჯეტი წარმოდგენილია Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების ადაპტერებით, თანამგზავრული სანავიგაციო სისტემა GPS-ის მიმღებითა და 521 გიგაბაიტამდე მოცულობის ფლეშ-მეხსიერებით. შესაძლებელია მონაცემთა სანახი სივრცის გაფართოება nanoSD ბარათის მეშვეობით. 

image.jpeg

პლანშეტის გაბარიტებია 159 × 246 × 7.2 მმ, წონა – 460 გრამი. კვებას უზრუნველყოფს მძლავრი, 7250 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელსაც სწრაფი დატენვის ფუნქციაც აქვს. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 10 + EMUI 10. 

მხოლოდ Wi-Fi-ს  მხარდაჭერის მქონე MatePad Pro-ს ფასი იწყება 470  აშშ დოლარიდან, 4G/LTE მოდემის მქონე მოდიფიკაციისა კი – 540 აშშ დოლარიდან. მომდევნო წლის დასაწყისში გამოვა MatePad Pro 5G ვერსია, რომელსაც მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა ექნება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button