ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ექსკლუზივი: „არაფერი დგას Bitcoin-ზე მაღლა: არც CBDC, არც Stablecoin-ები“, – აცხადებს Blockstream-ის გენერალური დირექტორი Adam Back

Cointelegraph-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში Blockstream-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისთვის Bitcoin-ზე მაღლა არაფერი დგას, არც Stablecoin-ები და არც ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული სხვა მონეტები. 

Adam Back-მა შექმნა hashcash proof of work სისტემა და იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც Bitcoin-თან მუშაობა დაიწყო. გარდა ამისა, იგი ესწრებოდა მიმდინარე წელს G20-შეხვედრებს იაპონიაში, სადაც საუბრობდა ბლოკჩეინის გამოყენების დადებით მხარეებზე. 

Back თვლის – ბლოკჩეინი გახდება კიდევ ერთი ინიციატივა ღია ქსელისთვის და აცხადებს, რომ ფინანსური დაწესებულებები მოგებას აღარ მიიღებენ, რადგანაც საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის საჭირო აღარ იქნება საკამათო კრედიტების მქონე შუამავალი ბანკები. 

იაპონიის საფინანსო სერვისების სააგენტომ Back-ს ლეგენდარული „cypherpunk“ უწოდა, რადგანაც  მან სასარგებლო როლი შეასრულა დისკუსიებში, რომლებიც ეხებოდა კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის სამომავლო გამოყენების საკითხს. 

Back-ისთვის არაფერია ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც „ფული ცენზურის გარეშე“ – ისეთი, როგორიც გახლავთ Bitcoin-ი. 

“ვფიქრობ, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა სასარგებლო იყოს Stablecoin-ების ფლობა, თუმცა ისინი თავიანთი ბუნებით Bitcoin-ს არ შეესაბამება, რადგანაც დეპოზიტის რისკი გააჩნიათ. ხოლო თუკი არსებობს ცენტრალური ბანკი, რომელიც ისტებლიშმენტის ტრადიციულ ინტერესებს გარანტირებს, ამგვარი რამ შესაძლოა მომხმარებლებისთვის მიმზიდველი არ იყოს“. 

რაც შეეხება Facebook-ის კრიპტოვალუტა Libra-ს, Back-მა მიუთითა, რომ მას არაფერი ექნება საერთო კრიპტოვალუტასთან და წარმოადგენს კიდევ ერთ „საბანკო შემოთავაზებას თანამედროვე სახით“. 

„რეალურად, როგორც ჩანს, Libra არ იქნება დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, არამედ უფრო მეტად გვევლინება, როგორც ბიზნეს-კონსორციუმი, რომელიც კონკურენციას გაუწევს Venmo-ს, PayPal-სა და QQ Pay-ს სამომხმარებლო ინტერფეისით, რომელსაც ექნება კრიპტო საფულის სახე. ფინანსური თვალსაზრისით იგი იქნება ინტერნეტ-ბანკინგის სახით კიდევ ერთი შემოთავაზება უფრო თანამედროვე შესაძლებლობებით“. 

Back-ის აზრი CBDC-ზე Libra-ს მსგავსია, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ CBDC-ს წარმატების შანსი უფრო აქვს, ვიდრე Facebook-ის პროექტს. მან ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ Bitcoin-ი ფლობს სუვერენიტეტს, რაც მას აღმატებულს ხდის შემუშავების სტადიაში მყოფ პროექტებთან შედარებით. 

„ბოლოს და ბოლოს, კომპანიებს ფინანსური ინტერესები აქვთ – შემცირდეს მღელვარება, რომელსაც მომხმარებლები განიცდიან რეგისტრაციისა და სარგებლობისას. ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა მოვიჩნევთ, რომ დღესდღეობით არსებულ Stablecoin-ებს არ აქვთ Bitcoin-ის თვისება – სუვერენულობა და ცენტრალური ხელისუფლება მომავალშიც იმოქმედებს მათზე“. 

Back-მა განაცხადა ისიც, რომ თუკი ბლოკჩეინ-აპლიკაციები არ იქნება შემოწმებას დაქვემდებარებული, ისევე როგორც Bitcoin-ი, ისინი აზრს დაკარგავს. მან აღნიშნა Lightning Network-ის უპირატესობასაც, რომელიც მოიცავს ტრანზაქციების უფრო სწრაფ დადასტურებას და ე.წ. Double Spend-ის ნაკლებ რისკს. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close