მსოფლიოსაზოგადოება

მასკი 2050 წლისთვის კაცობრიობის კოლაფსს პროგნოზირებს

ილონ მასკი არ წყვეტს კაცობრიობის ბედზე განცდას. ამჯერად მას პესიმისტური პროგნოზი აქვს უახლოეს 30 წელიწადთან დაკავშირებით. მასკის აზრით უახლოეს ათწლეულებში კაცობრიობას ელოდება პოპულაციური აფეთქება: პლანეტის ხანდაზმული მოსახლეობა რაოდენობრივად გადააჭარბებს შობადობის მსოფლიო მაჩვენებელს. ამის შედეგად 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდება და არა პირიქით ისე, როგორც ამას აღნიშნავს გაერო თავის უკანასკნელ ანგარიშში.

როგორ მომავალი ელის კაცობრიობას?

„მსოფლიოს მოსახლეობა სწრაფად მიიწევს კოლაფსისკენ, თუმცა ამას პრაქტიკულად ვერავინ ამჩნევს“ – ასეთი კომენტარი გაუკეთა მასკმა გაეროს ანგარიშს.

მოგვიანებით მან განმარტა, რომ „დემოგრაფიულ მონაცემებში ასაკობრივი სტრატიფიკაცია გამოსახული იქნება ამობრუნებული პირამიდის სახით, რომლის შემადგენლობაში იქნება უმეტესი ხანდაზმული თაობის წარმომადგენელი და გაცილებით ნაკლები ახალგაზრდა თაობა“.

Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა გამოიყენა ნორვეგიელი მეცნიერის, იორგენ რანდერსის სიტყვები, რომელიც თავის წიგნში – „2052 წელი: მომდევნო ორმოცი წლის გლობალური პროგნოზი“ – წერს: მოსახლეობა შემცირებას დაახლოებით 2040 წელს დაიწყებს.

მასკის იდეა ეწინააღმდეგება გაეროს უახლესი ანგარიშის ინფორმაციას, რომელშიც გადმოცემულია მსოფლიოს მოსახლეობის დონის პროგნოზი 2100 წლამდე – აღნიშნავს Business Insider. ანგარიშის მიხედვით, 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9.7 მილიარდს მიაღწევს. ასევე ნათქვამია, რომ მოსახლეობა შენელებული ტემპით იზრდება, შემცირება კი 2100 წლისთვისაა მოსალოდნელი, იმ დროისთვის პლანეტაზე 11 მილიარდი ადამიანი იქნება. ასევე აღსანიშნავია, რომ გაეროს ანგარიშში საუბარი ეხება „დედამიწის მოსახლეობის უპრეცედენტო დაბერებას.

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close