ლიტერატურაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ძველი წიგნების გვერდებს არეულს

ხან გამწკრივებულს ზღვისკენ წეროებს,
ხან მეოცნებე ხის კენწეროებს,
ხან ღამეს, როგორც მძიმე ობობა
წაიღებს დროთა ავადმყოფობა.
და ბაღიც კვდება ძველად დარგული,
ის ყველაფერს გრძნობს კვალდაკარგული.
რა ქაოტიურ ბადეს ედები,
სადაა, ბედო, ის იმედები?
გაზაფხულისა გაჰქრა შვენება
და მიეფარა ნისლს სიზმარეულს,
ძველი წიგნების გვერდებს არეულს –
სდევს მხოლოდ წყევლა და შეჩვენება.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button