გლობალური ბლოკჩეინი ენერგომატარებლების ბაზარზე 2024 წლისთვის 60%-ით გაიზრდება
Infoholic Research LLP-ის მიერ 15 თებერვალს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად მოსალოდნელია, რომ ენერგომომსახურების ბაზარზე ბლოკჩეინი 2024 წლისთვის 60%-ით გაფართოვდება.
ანგარიშის მიხედვით, გლობალური ბლოკჩეინი ენერგომატარებლების ბაზარზე 2018 წელს შეფასებული იყო 210,4 მლნ დოლარად და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს იგი 3,4 მლრდ დოლარს მიაღწევს. ამგვარად, Infoholic Research-ი პროგნოზირებს საერთო ჯამში 59,4%-იან ზრდას 2018 წლიდან 2024 წლამდე.
ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა უახლოეს 5-6 წელიწადში იქნება განაწილებული ენერგიისა (distributed energy) და peer-to-peer (p2p) ელექტროენერგიის გაყიდვები. „ენერგოსაწარმოებში მზარდი ავტომატიზაციის გამო ორგანიზაციებს ინფრასტრუქტურაში შეაქვთ რეალურ დროში ცვლილებები, რომლებიც მათ დაეხმარება ბლოკჩეინზე გადასვლასა და მთლიანი ღირებულების შემცირებაში“ – განმარტებულია ანგარიშში.
ანგარიშის მომზადებისთვის კომპანია Infoholic Research-მა, როგორც ცნობილია, გააანალიზა ბლოკჩეინის გავრცელება ენერგომატარებლების ბაზარზე გლობალური მასშტაბით კომპონენტების, მომსახურების, აპლიკაციებისა და რეგიონების მიხედვით. კვლევითმა კომპანიამ გამოიკვლია შემდეგი რეგიონები: ჩრდილო ამერიკა, ევროპა, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონი, ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა. ძირითადი შემოსავალი მიიღებოდა ჩრდილო ამერიკიდან, ევროპიდან და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან.
ბლოკჩეინ-ტექნოლოგიამ მრავალი სახის გამოყენება ჰპოვა ენერგეტიკულ სექტორში. იანვარში მსხვილმა ესპანურმა ენერგოკომპანია Iberdrola-მ დაიწყო ბლოკჩეინის გამოყენება განახლებადი ენერგიის წყაროების ძიებისთვის. საპილოტე პროგრამის მსვლელობის დროს Iberdrola აკონტროლებდა განახლებად ენერგიას, რომელიც მიეწოდებოდა ორი ქარის ელექტროსადგურიდან და კიდევ ერთი, ქალაქ კორდოვაში არსებული ელექტროსადგურიდან. როგორც ცნობილია, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა და Iberdrola თვლის, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია ენერგო-წყაროს გარანტიას მისცემს.
იმავე თვეში დანიურმა სახელმწიფო ენერგოკომპანია Energinet-მა განაცხადა, რომ გამოიყენებს ტექნოლოგიას – IOTA Tangle-ს ენერგიისა და ინტერნეტ-ნივთების ბაზარზე. ცნობილია, რომ Energinet-ი ცდილობს შექმნას სიახლეები, ახალი გადაწყვეტილებები ინტერნეტ-ნივთების საფუძველზე ახლადგამოჩენილი მოვლენებისთვის, მაგალითად, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიისა და ელექტრომობილებისთვის.