ახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედიასაზოგადოება

აშშ-ის ათას ას სკოლაში ახდენენ მოსწავლეების სოც.ქსელების სკანირებას. ეძებენ დეპრესიის ან ძალადობისკენ მიდრეკილების ნიშნებს

მოსაწავლეების სოციალური ქსელების მონიტორინგს ახორციელებს სამი მსხვილი კომპანია – Bark Technologies, Gaggle.Net და Securly Inc. ისინი ახდენენ მოსწავლეების ელ.ფოსტისა და სოციალურ ქსელებში აქტივობის სკანირებას. ტექნოლოგიის მიზანია აღმოაჩნოს კიბერბულინგის, ნარკოდამოკიდებულების, დეპრესიის, ძალადობისკენ მიდრეკილების სიმპტომები.

პოტენციური პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძიმისაა იგი, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და უკიდურეს შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შეტყობინებას იღებენ აღმოჩენის შესახებ. 2017 წლის გაზაფხულზე Bark-მა პირველი საპილოტე ტესტირება ჩაატარა ამერიკის 25 სკოლაში. – „ჩვენ აღმოვაჩინეთ რამოდენიმე საგანგაშო პრობლემა, სკოლაში ბომბის აფეთქებისა და სროლის ჩათვლით“ – აღნიშნავს კომპანიის მშობელთა კომიტეტის დირექტორი. ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყდა ჩატარებულიყო უფრო მასშტაბური მონიტორინგი.

Bark-ის პროდუქტის მოხმარება აშშ-ის სკოლებისთვის უფასოა შეუზღუდავი ვადით. კომპანია აღნიშნავს, რომ თანხას იგი გამოიმუშავებს ტექნოლოგიის სრული ვერსიისგან, რომელიც მშობლებისთვისაა განკუთვნილი. მშობლებისთვის განკუთვნილი პროდუქტის ღირებულება თვეში 9 დოლარს შეადგენს და მოიცავს 25-ზე მეტი სოციალური ქსელის მონიტორინგს, მათ შორისაა რაღა თქმა უნდა Twitter, Instagram, Snapchat და YouTube.

მონიტორინგზე მომუშავე კომპანიები ანიშნავენ, რომ შეუძლებელია ყველა საეჭვო ფაქტი დააფიქსირონ – ისინი ხშირად ცრუ შედეგებს იღებენ. საეჭვო კონტენტის აღმოჩენის შემდეგ პროგრამა მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას უგზავნის შეტყობინებას და რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა.

ამჟამად პროგრამა აშშ-ის 1100 სკოლაში გამოიყენება, მასში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 2,6 მილიონია. თუკი სისტემა აღმოაჩენს „უკიდურესად სერიოზულ“ მასალებს, მაგალითად ბავშის გატაცებას ან მუქარას – საქმე განსახილველად FBI-ს გადაეცემა.

მონიტორინგის წარმომადგენლის თქმით, აპლიკაცია დღეში 35-55 ათას გაფრთხილებას აგზავნის. თუმცა მას შემდეგ, რაც 2018 წლის თებერვალში Bark-ის პროდუქტი ამუშავდა, FBI-მ მხოლოდ 16 საქმე მიიღო განსახილველად (ძირითადად, ცეცხლსასროლი იარაღის მოსალოდნელი გამოყენების შემთხვევები).

კომპანია Gaggle-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მათი კომპანია არ ეყრდნობა მხოლოდ მანქანურ სწავლებას საფრთხის აღმოსაჩენად. თუკი სკანირებულ დოკუმენტებში აღმოჩნდება კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი, კვალიფიცირებული სპეციალისტები გააანალიზებენ მასალებს და განსაზღვრავენ პრობლემის დონეს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button